საზოგადოება
ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები მოძრავი მიკროავტობუსიდან გადაცვივდნენ

ქედის რაიონში ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსიდან ბავშვები გზაზე გადაცვივდნენ. როგორც “პირველს” შსს-ს პრესამსახურში განუცხადეს, ინციდენტის შედეგად, ექვსი ბავშვი დაშავდა და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, ბავშვებმა მგზავრობისას მიკროავტობუსში კარის გასაღებ ღილაკს შემთხვევით დააჭირეს ხელი და მოძრავი მიკროავტობუსიდან რთულ რელიეფზე გადაცვივდნენ. ინციდენტის შედეგად ექვსმა ბავშვა დაზიანებები მიიღო. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.