ექიმმა 22 წლის გოგოს ტყუილად ,,სიკვდილის დიაგნოზი” დაუსვა _ რა ხდება სამედიცინო დაწესებულებებში
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 1 წლის განმავლობაში გორის სამედიცინო ცენტრ “გორმედში” 378 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზებიდან, ყველაზე ხშირი სუნთქვის მწვავე უკმარისობაა. ამ მიზეზით, 2019 წელს “გორმედის” 254 პაციენტი გარდაიცვალა. 12 პაციენტი გარდაიცვალა თავის ტვინის ინფარქტით, განვითარებული ცერებრული არტერიების დაუზუსტებელი ოკლუზიისა ან სტენოზის გამო. გარდაცვალების სხვა მიზეზებს შორის არის ინსულტი, რომელიც არ არის დაზუსტებული, როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი – 2 პაციენტი; პნევმონია დაუზუსტებელი – 6 პაციენტი; ნაწლავის გაუვალობით – 3 პაციენტი; ასთმური სტატუსი (სტატუს ასტჰმატიცუს) – 1 პაციენტი; თავის ტვინის შერყევით -1, ბარძაყის ყელის მოტეხილობით – 1 პაციენტი. დანარჩენ მიზეზებს შორის ძირითადად არის სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეები. ეს გახლავთ ერთი სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის ოფიციალური მონაცემები. საზოგადოების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ იგივე მდგომარეობაა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ჯანდაცვის ობიექტებში.
აი, რა მოუთხრო euronews.ge -ს ჟურნალისტმა რუსუდან ადვაძემ: