საზოგადოება

,,ეს ხორცმეტები და პარაზიტები სისხლს წოვენ ისედაც უმუშევარ და ყოფითი პრობლემებით დამძიმებულ თბილისელებს”

2017 წლის 23 მაისს ქალაქ თბილისის საკრებულომ ცვლილებები შეიტანა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლაპატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ 2015 წლის 6 აპრილს მიღებულ დადგენილებაში.

ბიზნესმენისა და ცხოველთა დამცველის თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულომ   მორიგი ტერორი განახორციელა  თბილისის მოსახლეობის  წინააღმდეგ. ,, ანტისახალხო საკრებულო, ეს ხორცმეტები  და ქალაქის პარაზიტები სისხლს წოვენ ისედაც უმუშევარ და ყოფითი პრობლემებით  დამძიმებულ თბილისელებს“. –  ბატონი თამაზის ამგვარი განრისხება გამოიწვია დადგენილებაში შეტანილმა შემდეგმა ცვლილებებმა:

  1. თუ თქვენ ძაღლი დაკარგეთ და ის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა  გადაიყვანა მუნიციპალურ თავშესაფარში,  ძაღლის დასაბრუნებლად  50 ლარის ოდენობით ჯარიმა უნდა გადაიხადოთ.
  2. იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი იდენტიფიცირებული (დაჩიპული) არ გყავდათ, ამისთვის 8 ლარიან ჯარიმას გამოგიწერენ.
  3. არაიდენტიფიცირებულ ძაღლებს იქვე უკეთებენ იდენტიფიცირებას, რაც პატრონს 19 ლარი დაუჯდება.

ცხოველის თავშესაფარში გატარებულ ყოველ დღეზე ძაღლის შემთხვევაში 5 ლარი უნდა გადაიხადოთ, ხოლო კატის შემთხვევაში – 3 ლარი.

  1. თუ ძაღლი დაჩიპული არაა, საჭიროა, წარადგინოთ ნოტარიულად დამოწმებული აქტი. ამისთვის სავალდებულოა, ნოტარიუსში მიიყვანოთ 3 ადამიანი, რომლებიც დაამოწმებენ, რომ კონკრეტული ძაღლი ნამდვილად თქვენ გეკუთვნით.   რა თქმა უნდა, ეს მომსახურეობაც ფასიანია და მის ოდენობას ნოტარიუსი განსაზღვრავს.

დადგენილებაში შეტანილი ეს ცვლილებები, შეიძლება ითქვას, რომ    არის თითოეული მოქალაქის ჯიბეზე მიყენებული დარტყმა, რაც ისედაც ცუდ დღეში მყოფ მოსახლეობას, კიდევ უფრო დააზარალებს და უბიძგებს სოციალური აფეთქებისკენ.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close