საზოგადოება

,,ეს ხალხი რატომ არის გაბრაზებული ჩემზე, მე მესმის”

,,სანამ ჩემს სამშობლოში ვარ პუტინის მძევალი, როგორ წამოგიდგენიათ ჩემი სიმართლის დაცვა? ეს არის ლურჯი სამართალი, ოცნების ფერის, სრული უსამართლობა"

ამონარიდები მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე გამოსვლიდან:

,,დავით აღმაშენებელს ,,გალობანი სინანულისანი” არ დაუწერია თურქ სელჩუკების ტყვეობების პირობებში. მე დღეს ვიმყოფები პუტინის ტყვეობის პირობებში”.

,,ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება წინაზე, არაა საკმარისი, მინდა მივმართო. მზად ვარ მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია, ვიკამათო და გაგებით მოვეკიდო. სადაც მართალი არ ვიქნები, მე დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემი განწმენდის პროცესი. ვინც მე მასამართლებს სამარცხვინო ბრალდებით, იმისათვის რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა ყველგან, სადაც მივდიოდი, მაგრამ ეს გაუბეგებარია რუსებისთვის. ესენი რუსები არიან, რუსები ფიქრობენ, რომ იქ ჩახვალ უნდა ემსახურო და აქ ჩამოვა, უნდა ემსახურო. მე მინდა მივმართო ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც არ მეთანხმება პოლიტიკურად. ჩვენ ჩავატარეთ რეფორმები, როცა ბევრმა დაკარგა სამსახური. წესიერი ადამიანებს სამსახურები შეუცირდათ, მოხდა ასაკობრივი დისკრიმინაცია. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ეს იყო განსაკუთრებული უსამართლობა და დისკრიმინაცია, ეს ხალხი რატომ არის გაბრაზებული ჩემზე, მე მესმის. მაგრამ მე სანამ ჩემს სამშობლოში ვარ პუტინის მძევალი, როგორ წამოგიდგენიათ ჩემი სიმართლის დაცვა. ეს არის ლურჯი სამართალი, ოცნების ფერის, სრული უსამართლობა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close