საზოგადოება

,, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ არსებითი პრობლემები დაგვავიწყონ და ქვეყანა შაგრენის ტყავივით ხელში შემოგვადნეს!”

რაში გვაინტერესებს, ვინ უფრო დიდი ნაძირალაა და ვის დარჩება კრიმინალური იდეოლოგიის „რუსთავი-2“?!

ივნისის ცნობილი მოვლენებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილების გამო „რუსთავი-2“-ს გარშემო ატეხილი კაკაფონია ირაკლი ოქრუაშვილის ზედმიწევნით გააზრებულმა ბოდვებმა გადაფარა.

მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილის „ყოვლისშემძლეობის“ა და „ყოვლისმქნელის“ მანტიაში გახვეულმა მონოლოგმა ხალხი ღადავის (მაპატიეთ ჟარგონისთვის)ხასიათზე დააყენა-ყველა, ვისაც არ ეზარება, ოქრუაშვილის განკითხვაშია და ყველა ბრუნვაში ატრიალებენ!

არადა, ოქრუაშვილი ნამდვილად არ არის სულელი და ისეთი ცრუპენტელა, როგორც ეს მავანს წარმოუდგენია-მან შესანიშნავად იცის, რას ამბობს, რატომაც ამბობს და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის „აღსარებას“!

ვერსიის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ, ერთ დროს სააკაშვილის ხელისუფლების ძლევამოსილი ჩინოვნიკის და მისივე რეჟიმის ერთ-ერთი „არქიტექტორის“ უკან ბნელი ძალები დგანან .არ არის გამორიცხული, კვალი ხელისუფლების გარკვეულ შტომდეც მიდიოდეს

!რაც შეეხება სოციალურ ქსელში და ქართულ მედიაში გავრცელებულ ვერსიას, რომ ოქრუაშვილი სააკაშვილს ყურებით ჰყავს დაჭერილი და ის ალაპარაკებს, გადაჭარბებულად მეჩვენება და კვალის დაფარვის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს!

საქმე იმაშია, რომ ამ ბოლო ხანებში დადგმული შოუ ერთ მიზანს ემსახურება-ახალ ქაოსში ჩაითრიონ ქვეყანა და საზოგადოების ყურადღება არსებით პრობლემებს ჩამოაშორონ!

ეს ასე რომ არ იყოს, რაში გვაინტერესებს, ვის საკუთრებაში დარჩება ქართულ ტელეკომპანიად წოდებული, კრიმინალური იდეოლოგიის საინფორმაციო მანქანა -„რუსთავი-2“, რომელსაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქართული საზოგადოების ტვინის გამორეცხვაში, რომლის კისერზეა 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციაც“ და რომელმაც სათავე დაუდო ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის ჩამოყალიბებას საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რეჟიმი გამოხატვის ფორმით არსებითად განსხვავდება წინამორბედისგან, სახელმწიფოს ინტერესებთან მიმართებაში (ნეგატიური სალდოთი)მაწილობრივ უსწრებს კიდეც ანტიქართული საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით(რომ არაფერი ვთქვათ, კოჰაბიტაციით გამოწვეულ მავნებლობაზე და და ყბადაღებულ უნიათობაზე, რომლის მიღმა მარტო არაპროფესიონალიზმი და მართვის უუნარობა არ იმალება!).

ერთი სიტყვით, ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარით მიდის და როლებიც განაწილებულია!!!

მთელი უბედურება იმაშია, რომ ხალხმა თავისი უსუსურობა იწამა და სრულ ნიჰილიზმში ჩაიძირა-მან დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ , ყველაზე დიდი ძალა სწორედ ხალხშია და მის თავგანწირვას და ერთ მუშტად შეკვრას შეუძლია 180 გრადუსით სასიკეთოდ შემოატრიალოს სიტუაცია ქვეყანაში.

ვინც კითხვას სვამს:რა შეუძლია ხალხს? ყველაზე დიდი მტერია საქართველოსი.

ვისაც ჰგონია , რომ ივნისის აქციების მონაპოვარი-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯია და პოლიტიკური ბალანსის შეცვლას შეუწყობს ხელს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით,ძალიან ცდება!

პირიქით, „მრავალპარტიული“პარლამენტის ქოლგის ქვეშ სხვა „სახელითა და გვარით“ იგივე ძალები(სატელიტი პარტიების ძალისხმევით) შეინარჩუნებენ სტატუს-ქვოს და ქვეყანა უფრო სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება .

რა პოლიტიკური სპექტრია ქვეყანაში, ძალიან კარგად ვიცით. ვინც უკვე თავი გამოყო და პრეტენზიას აცხადებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, იმასაც კარგად ვხედავთ.რადგან , ეს ასეა, რისი იმედი უნდა გვქონდეს?!

სატირალია ისიც, რომ , აქაოდა 0 პროცენტიანი ბარიერი ყველას შანსს აძლევს მოსინჯოს საკუთარი ძალები მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, უკვე „ინტელექტუალური პოლიტიკური მოძრაობის“ ჩამოყალიბებაც მოინდომეს, რომლის შანსი ნულის ტოლია-პოლიტიკა მარტო ინტელექტი არ არის: პოლიტიკა მართვის ხელოვნებაა, რომელსაც პოლიტიკურ ალღოსთან ერთად განსხვავებული თვისებებიც სჭირდება.უპირველესად, მკაფიოდ ჩამოყალიბებული, თანამედროვე ტექნოლოგიებში შეფუთული სახელმწიფოებრივი იდეოლოგია და რაც მთავარია, მზადყოფნა “შრომისა და თავდაცვისათვის“,ანუ, ბოლომდე თავდადება!

ჯერჯერობით ამის ნიშანწყალი არ ჩანს. პირიქით, მთელი ისტებლიშმენტი და საზოგადოების პასიური, ახალ-ახალ შოუებზე დაგეშილი ნაწილი იმის გარკვევაშია, რომელია უფრო დიდი ნაძირალა- რითი სჯობს ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილს და საერთოდ , რა ბედი ელის „თავისუფალი მედიის“ ბასტიონს- „რუსთავი-2“-ს?!

არა , ბატონებო და ქალბატონებო, მოვიხსნათ თვალებიდან იძულებით გადაკრული ლიბრი და ქვეყნის მომავალზე ვიფიქროთ.ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ ხდება , რომ ჩვენ არსებითი პრობლემები დაგვავიწყონ და ქვეყანა შაგრენის ტყავივით ხელში შემოგვადნეს!

P.S.„რუსთავი-2“ სიბილწის , აღვისახსნილობისა და ხალხის ტვინის გამორეცხვის სინონიმი რომ არის , ამას ჩემი დასტური არ სჭირდება.არადა, ძალიან მარტივად შეიძლება გადავწყვიტოთ პრობლემა -სრულად დავაიგნოროთ გავუკეთოთ ეს მავნე ტელეკომპანია, რომლის გარშემო ატეხილი ვაკხანალია ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება ბუმერანგივით!!!

თუ ამას შევძლებთ, პასუხიც არ დაგვჭირდება ზემოთ დასმულ კითხვაზე :ვინ უფრო დიდი ნაძირალაა და რას ემსახურება ამ ბოლო დღეებში გეგმაზომიერად დადგმული შოუ!

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

Related Articles

Back to top button
Close