პოლიტიკა

,,ეს მოსახდენი და გარდაუვალი იყო… მოვა ძალიან ბევრი ხალხი”

დამირეკა ვის ბინაშიც იმყოფებოდა, ჩემმა მეგობარმა, როგორც ჩანს შეიტყვეს.- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე სააკაშვილის დაკავების დეტალებზე საუბრისას. მისი თქმით, ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, სააკაშვილი ერთ ერთი მეგობრი ბინაში იმყოფებოდა, საიდანაც მისი აყვანა მოხდა:
“ეს მოსახდენი და გარდაუვალი იყო. ეს არის დროებითი და ბრძოლის ერთ ერთი ეტაპი. ამასაც გადავიტანთ. მოვა ძალიან ბევრი ხალხი” აცხადებს საყვარელიძე.
რაც შეეხება 10 დეკემბერს დაგეგმილ მარავალათასიან მარშს, საყვარელიძის თქმით, სწორედ აღნიშნული მარშის დაგეგმვას მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სრული ისტერია და მოხდა სააკაშვილის დაკავება.
ამ დროისათვის უკრაინის უშიშროების სამსახურთან იმყოფება ხატია დეკანოიძეც, რომელიც სააკაშვილის დაკავებას პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და ამბობს, რომ პოლიტიკური დევნა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდება.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close