საზოგადოება

,,…ეს მიანიშნებს რუსეთის მხრიდან ახალი პროვოკაციის მზადებაზე”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ავრცელებს განცხადებას-მიმართვას საქართველოს ხელისუფლლებისადმი და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ რუსეთის სტრატეგიული მიზანია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონიდან საოკუპაციო ხაზის ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სიღრმეში გადმოწევა და ამ მონაკვეთის კონტროლი. ეს კი რუსეთის მხრიდან ახალი პროვოკაციის მზადებაზე მიანიშნებს. ფაქტიურად, ათობით მეტრიღა დარჩა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სიღრმეში საოკუპაციო ზოლის მიახლოებამდე, რასაც, რუსეთი თანმიმდევრულად ანხორციელებს საოკუპაციო ზოლის მიზანმიმართული გადმოწევით. რუსეთი და მის მიერ ოკუპირებული, მარიონეტული ცხინვალის „ხელისუფლების წარმომადგენლები“ ცდილობენ, თავისი პირობები დაუყენონ კომპანიის წარმომადგენლებს. რუსეთი, ამ ქმედებით აჩვენებს საერთაშორისო საზოგადოებას და ბიზნეს წრეებს, რომ საქართველოზე გაყვანილი ნებისმიერი გაზსადენი ან ნავთობსადენი არ იქნება გარანტირებულად დაცული“.

როგორც ვხედავთ, რუსეთის ასეთ ქმედებას საერთაშორისო ინსტიტუტები აღშფოთებითა და რეზოლუციებით ეხმანებიან, საქართველოს ხელისუფლებას კი, როგორც ჩანს, არ გააჩნია არავითარი დეოკუპაციის სტრატეგიული გეგმა და პოლიტიკა აფხაზეთსა სამაჩაბლოსთან მიმართებაში. პირიქით, როგორც მედიით ცნობილი ხდება, ზოგიერთი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, საქართველოს კანონის – ოკუპაციიის შესახებ დარღვევით ჩამოსულ პუტინის პირად წარმომადგენელს ხვდება და რბილად რომ ვთქვათ, მათგან ისმენს ქართველი ხალხისთვის აბსურდულ წინადადებას, რომ „ საქართველო თურმე უნდა შეეგუოს „რეალობას“ აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან მიმართებაში”.

საქართველოს ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად გადადგას რეალური ნაბიჯები რუსეთის მიზანმიმართული მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად და დეოკუპაციის დასაწყებად, რაც რეალურ შედეგებს მოუტანს საქართველოს და არ დარჩება სურვილების სახით ფურცელზე. აფხაზეთსადა სამაჩაბლოში დაიწყება დევნილთა დაბრუნების პროცესი, ხოლო საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ქვეყნების ძალისხმევით, თავიდან აცილებული იქნება რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციული ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში“ – აღნიშნულია უფლებადამცველის, გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close