ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:
_ გუშინდელმა ოპერაციამ გვაჩვენა, ამერიკელების შრომას ფუჭად არ ჩაუვლია და ქართულ სპეცრაზმს ძალიან პროფესიულად შეუძლია მოქმედება.
კითხვა: რატომ არ მოიქცნენ ასევე წესების დაცვით და მშვიდად 21 ივნისს? რატომ იყო ისეთი სისასტიკე? რატომ დაასახიჩრეს ხალხი შეგნებულად?!
პასუხი: ეს იყო რუსეთის დავალებით და სახელით ანგარიშსწორება საქართველოზე, ქართველ ხალხზე გავრილოვის გამო!
სხვა ვერსიას სიამოვნებით მოვისმენ.
და ის, რაც დღეს რუსთაველზე ხდება, 21 ივნისის გაგრძელებაა და იმ გავრილოვის ღამისთვის მწარედ უნდა აგოს პასუხი ოლიგარქმა ივანიშვილმა.