,,ეს არჩევნები ერთად უნდა გადავაქციოთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საწინდარად”
ლაშა ჩხარტიშვილი:
_ ჩვენ სულ მალე გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც ყველამ ერთად უნდა გადავაქციოთ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის დამარცხების საწინდარად. მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოება მივა არჩევნებზე და ხმას მისცემს შალვა ნათელაშვილს.
მოვუწოდებ ამომრჩეველს, კარგად დაფიქრდნენ და გაიხსენონ ყველა კანდიდატის წარსული. მათი უმრავლესობა გვინახავს ხელისუფლებაში ქურდის როლში, რომლებიც გარემოსაც გვინადგურებდნენ, გვტბორავდნენ, ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდნენ, გირგვლიანის მკვლელების შემწყალებელი მოსამართლეების ხელში ჩააგდეს სასამართლოს სადავეები, ამიტომაც გვაქვს დღეს სარალიძე და სხვა გაუბედურებული ოჯახები.
დღეს ვართ გადამწყვეტი ბრძოლის წინაშე და მოვუწოდებ ყველას, ხელი კი არ ჩაიქნიონ, სახლში კი არ დასხდნენ, გაბრაზდნენ და ცივი წყალი კი არ დალიონ, რაც ხელისუფლების ინტერესშია, არამედ, მივიდნენ არჩევნებზე, გაიხსენონ პოლიტიკოსების წარსული და ისე გააკეთონ არჩევანი.
დღეს, შალვა ნათელაშვილზე უკეთესს კანდიდატურას მე ვერ ვხედავ.”
დღეს გარემოსდამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერთა დარბაზის სპიკერად პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა წარადგინა.