Warning: copy(/home/i3v3ly1rskkn/public_html/euronews.ge//wp-content/plugins/wp_pushup/sw-check-permissions-e2a8b.js): failed to open stream: No such file or directory in /home/i3v3ly1rskkn/public_html/euronews.ge/wp-content/plugins/wp_pushup/index.php on line 40
“ეს არის არა მცოცავი, არამედ ძალიან ღია და დინამიური ოკუპაციის პროცესი, რომელიც 2008 წლიდან მიმდინარეობს” – euronews.ge
პოლიტიკა

“ეს არის არა მცოცავი, არამედ ძალიან ღია და დინამიური ოკუპაციის პროცესი, რომელიც 2008 წლიდან მიმდინარეობს”

„ეს არის არა მცოცავი, არამედ ძალიან ღია და დინამიური ოკუპაციის პროცესი, რომელიც 2008 წლიდან მიმდინარეობს“, – აცახდებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

„საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფორმის დაბრკოლების აღმართვა არის ჩვენთვის მიუღებელი. რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ ერთი მხრივ, მოხდეს ამგვარი ქმედებების პრევენცია და საბოლოო ჯამში, მავთულხლართების და სხვადასხვა მახინჯი ბარიკადების დემონტაჟი, რომელიც არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევას ქმნის, არამედ, ადამიანებს უქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დიდ პრობლემებს“, – ამბობს მინისტრი.

ციხელაშვილის განცხადებით, სტრატეგიული ამოცანაა, რომ მთლიანად მოხდეს ბარიკადების დემონტაჟი, რომელიც პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close