მსოფლიო

ერთ-ერთი საჯარო სკოლაში უცნობმა მოსწავლეების მისამართით ცეცხლი გახსნა

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფის, ერთ-ერთი საჯარო სკოლაში, უცნობმა მოსწავლეების მისამართით ცეცხლი გახსნა.

CNN Turk-ის ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მოსწავლეები სკოლის ეზოში ფეხბურთს თამაშობდნენ.

უცნობმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნა.

ინციდენტის შედეგად შვიდი ბავშვი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. მედიკოსების თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება თავდამსხმელს, მან მიმალვა შეძლო.

სამართლადამცველები თავდამსხმელის დაკავების ოპერაციას ატარებენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close