საზოგადოება

ერთი შამფური მწვადი 7 ლარი, ჩურჩხელა -2 ლარი – დღეს, სიღნაღობას ,,ცეცხლი ეკიდა”

ღვინის ფესტივალზე, იგივე სიღნაღობაზე დასასწრებად ქიზიყში წინა ღამეს ჩავედით. ხალხმრავლობამ, რომელიც იქ დაგვხვდა გვაფიქრებინა, რომ მეორე დღეს „ღვინის ფესტივალზე“ სიღნაღის ქუჩები გადაჭედილი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა…

 

მზემ ის-ის იყო გაახილა ცხრავე თვალი, რომ კახელებმა სიღნაღში ფუსფუსი და მზადება დაიწყეს. მეტიც, ხმა გავრცელდა – პრემიერ მინისტრი კახელია, წარმოშობით სოფელ ვაქირიდან არის და სიღნაღობაზე ისიც ჩამოდისო. მცირე მეწარმეებმა გამოიტანეს თავიანთი ნაწარმი, ღონისძიების ორგანიზატორებმა ააწყეს სცენა, სპორტული შეჯიბრებისთვის გაშალეს ტატამი… ამასობაში კი, მოქეიფე ქიზიყელებმა პირველი მაყალი ააბრიალეს და მთელ სიღნაღში მწვადის საოცარი სურნელი დადგა. გაისმა არღანის ხმაც, თუმცა მალე, მისი ხმა ხალხის ზუზუნმა დაფარა.

.

მოგვიანებით გაიმართა კონცერტი, სადაც გამოვიდნენ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. ტრადიციულად, ტიპიურმა, ულვაშებიანმა კახელებმა ქეიფი გააჩაღეს. სიღნაღობაზე, რა თქმა უნდა, ტურისტებიც იყვნენ. ისინი, ძირითადად, მწვადსა და ღვინოს აგემოვნებდნენ. ერთი შამფური მწვადი 7 ლარი ღირდა, ჩურჩხელა კი 2 ლარი. ასე, რომ სიღნაღობას ,,ცეცხლი ეკიდა”.

.

.

.

პრემიერ მინისტრის სიღნაღში ჩამობრძანებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ძვირადღირებულ ავტომანქანას მიყუდებული პარლამენტის წევრი, ირაკლი სესიაშვილი კი შევნიშნეთ.

საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი. როგორ გვითხრეს, მთავრობა საზოგადოებისგან მოშორებით ქეიფობსო.

უნდა აღვნიშრო, რომ წლევანდელი „სიღნაღობა“ არ ყოფილა ხალხმრავალი. მეტიც, თუ რამდენიმე წლის წინ სტუმრებს ბევრ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობდნენ, წელს ღონისძიებების სიმცირე შეინიშნებოდა. შუადღეს ტატამიც აიღეს და ხალხმა მთელი ყურადღება მხოლოდ კონცერტისკენ გადაიტანა.

სიღნაღურ ფესტივალზე განსაკუთრებით საინტერესო ვერაფერი ვნახეთ. ამ პატარა ნიუსით სწორედ ამიტომ შემოვიფარგლეთ.

თაკო კვარაცხელია სიღნაღიდან

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close