საზოგადოება

,,ერთი პრემიერი არჩევნების წინ სისულელეს გაიძახოდა – ,,დავამთავროთო” და თავად დამთავრდა!”

,,ჩემი ქვეყნის ხელისუფლება პოლიტიკურად უვიცია!"

ახლა სრულიად სერიოზულად!
ხელისუფლების პოლიტიკური ნაბიჯი თუ პოლიტიკურ ოპონენტს და მის პარტიას მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოაქცევს,
(მნიშვნელობა არა აქვს, კარგები არიან/ცუდები არიან) –
ამას პოლიტიკა შეიძლება ეწოდოს?!
და თქვენ მართლა გგონიათ, პოლიტიკურ ლიდერს
(რომელსაც ამხელა რეზონანსი შეუქმენით მსოფლიოში)
დაიჭერ და ”დაამთავრებ?”
აი, აქ კი ეჭედებით უსაშველოდ!
ერთი ამასწინანდელი პრემიერი არჩევნების წინ სისულელეს გაიძახოდა ”დავამთავროთო” და
თავად დამთავრდა!
პოლიტიკამ დაამთავრა იგი!
პოლიტიკა არავის პატიობს შეცდომებს, არავის!
დამნაშავის დაჭერა ნორმალურ სახელმწიფოში არ საჭიროებს პროპაგანდასა და უტვინო პოლიტიკურ პერფორმანსებს თვეებისა და წლების განმავლობაში.
მე ვწერ ამას და არ მსიამოვნებს, –
ჩემი ქვეყნის ხელისუფლება პოლიტიკურად უვიცია!
მხოლოდ საკუთარ ძალზე საეჭვო დონის მხარდამჭერებზე გათვალეს.
დემურ გიორხელიძე, ექსპერტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close