,,ვიზიარებ მისი აბიტურიენტების მწუხარებას, რომლებიც მის სიახლოვეს არავის უნახავს. უფრო სერიოზულად კი ეს არსება ყველაფერში ურცხვი ცრუპენტელაა.კარის მეზობელი მაინც არ იყოს, ერეკლეს მოედანზე. ჩემს თვალწინ ყიდიდა პარფიუმერიას, შემდგომ მოსკოვიდან ჩამოტანილ ავეჯს, უფრო მეტიც, მეზობლის გაყიდვაში დამხმარე ქალბატონებს შეპირებულ 50 მანეთს ხშირად არ აძლევდა, რის გამოც ისინი დასახმარებლად მე მომმართავდნენ. აღარაფერს ვამბობ ბოროტ ხმებზე, რომ ნარკოტიკებსაც ყიდდა უბანში. ეტყობა , მაშინ მოუვიდა აზრად საქართველო ნარკოპლანტაციად ექცია. რისი მომამზადებელია, არ გადამრიოთ, დანაწევრებული მეტყველება არ ჩამოყალიბებია ჯერ კიდევ” – ასეთი კომენტარი გააკეთა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელშიც ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ “ფიზიკა-მათემატიკაში ვამზადებდი აბიტურიენტებს და ამით ვცხოვრობდიო”.

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინერვიუს, “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი” ავრცელებს. განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას ივანიშვილი სტუდენტობის პერიოდს იხსენებს.

კომენტარები
Загрузка...