საინტერესო

,,ვის ხელში ხარ, ქვეყნის ბედო…” _ ტარიელ ხალხელაურის სულშიჩამწვდომი ლექსი

ტარიელ ხარხელაურმა ფეისბუქის  საკუთარ გვერდზე ახალი ლექსი გამოაქვეყნა. ლექსში პოეტი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე წუხს.

„ვეღარ ვიგებ, ვინ რას ყბედობს…

ყველგან ჭკუის სიმწირეა,

ვის ხელში ხარ ქვეყნის ბედო –

რა მზაკვრულად გვიცინიან,

სირცხვილია საქართველოვ,

საქართველოვ! – სირცხვილია…

რა ვქნა, როგორ დავემალო

მუხლის მოხრას, ზიზღს და ლაქუცს,

შიშსა ვმალავ,რწმენას ვმალავ,

ვმალავ – რადგან მავანსა სურს,

რა პასუხს სცემ საქართველოვ

სისხლით ნაწერ წმინდა წარსულს.

არავისი აღარ მჯერა,

აღარც სიკვდილს არ მაცლიან,

ვერაფერი მიყო მტერმა –

ჩემმა სისხლმა დამაქცია,

არ გაცლიან საქართველოვ,

წამოდგომას არ გაცლიან….

მთებზე სქელი ჯანღი წვება,

ჯანღში ნათლის სიმცირეა,

შენი დროის დავიწყება,

სირცხვილია, სირცხვილია,

საქართველოვ სირცხვილია…“

Related Articles

Back to top button
Close