პოლიტიკა

,,ენდიაის” გამოკითხვამ აჩვენა, რატომ გადაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა”

,,ენდიაის” გამოკითხვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რატომ გადაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. 20 პროცენტიანი მხარდაჭერისას, რაც მხოლოდ სახელისუფლებო რესურსია, მაჟორიტარებით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას, არც არსებული შერეული სისტემითაც, შეუძლებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზციის მხარდაჭერა, წინა კვლევასთან შედარებით, მომატებულია.

„ქართული ოცნება“ – 20% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 13%, „ევროპული საქართველო – 8%, „ლეიბორისტული პარტია“- 5%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4%, პოლიტიკური პლატფორმა – „ახალი საქართველო“ – 3%, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 3% „გირჩი“ – 2%, სხვა – 2%. გამოქვეყნებულ რეიტინგებზე შალვა ნათელაშვილის კომენტარი ასეთია: ,,შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რეიტინგული გამოკვლევის შედეგებში საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი მდგომარეობა, ან პარტიული კინკლაობა და რეიტინგები. ჩემთვის მთავარია, რომ ოლიგარქიული რეჟიმის მზე ჩასვენების პირზეა. ყველა დანარჩენი ისტორიაა და ხალხი დაალაგებს“ _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close