საზოგადოება

ემზარ კვიციანი: ჩემი დის ტყვედ ამყვანები, ,,მონადირე”-ს გამანადგურებლები პარლამენტში სხედან

,,დღევანდელ დღეს, 1992 წელს საქართველოსთვის წამგებიანი ომი დაიწყო!

შემდგომ კოდორის ხეობაში გაიმეორა 2006 წლის 25 ივლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა, ვითომ წესრიგის აღსადგენად შსს- ს მინისტრ მერაბიშვილთან ერთად. შემდგომ კი 2008 წლის 8 აგვისტოს – ისევ “კონსტიტუციური წესრიგის დასამყერებლად” მიხეილ მიუნჰაუზენმა მძინარე საქართველოს მოქალაქეებს გაუხსნა სარაკეტო ცეცხლი! შედეგად რა მიიღო ჩვენმა ქვეყანამ? დაკარგული აფხაზეთი, დაკარგული ცხინვალის რეგიონი და სეპარატისტებისათვის იურიდიულად გაფორმებული ავტონომიები, რომლებიც შემდგომ აღიარა რუსეთმა!

   ისევე, როგორც 14/08/1992/-ში შეიძლებოდა პრევენციული სპეცოპერაციებით ან თუნდაც სპეცმოლაპარაკებებით მოგვარება ყველა პრობლემის, საქართველოს ხელისუფლებები და სპეცსამსახურები არ წავიდნენ ქვეყნისთვის მომგებიანი გზით. მათ საეჭვოდ, ქვეყნისათვის წამგებიანი გზა აირჩიეს, სამივე ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში! ამის დასტურია ისიც, რომ უკეთესს არც მომავალში არ უნდა ველოდოთ თუ არ შეიცვალა სისტემა, რომელიც შექმნა უცხო ძალებმა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს! ამ სისტემას ჰქვია კგბ! ან უნდა დაუბრუნდეთ საწყის პოზიციას ,ან უნდა შეიცვალოს სისტემა ,რომელიც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გააახალგაზრდავეს და განაახლეს, გაამძაფრეს და ქვეყნის საწინააღმდეგოდ დაგეშეს! ამიტომაც არ იქნა არცერთი საქმე გამოძიებული, სამშობლოს ღალატის მუხლი კი საერთოდ გააუქმეს, მომავალშიც დაგეგმილი ღალატის დასაფარად!

  შემთხვევით არ გამიზიარებია ჩემი დის ეს სურათ. დღეს მისი ტყვედ ამყვანი, სამშობლოს დამცველი რაზმი ,,მონადირის” გამანადგურებელი, ქართველი ბაგრამიანები პარლამენტში ზიან და გვმოძღვრავენ, რათა გააგრძელონ ქვეყნის გაყიდვა და ქართველთა გენოციდი!

 მეგობრებო, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩაბარდა ოცნებას, მაგრამ არც კონსტიტუცია შეცვალა უკეთესობისკენ, არც მომავალი არჩევნების ჩატარებას გვპირდება სამართლიანად. ეს კი ნიშნავს იმ სისტემის შენარჩუნებას, რომელმაც ქვეყანა კატასტროფაში ჩაითრია!

 ერთად ქართველებო, მხოლოდ ერთად შევძლებთ ქვეყანაში სასიკეთოდ შევცვალოთ სიტუაცია! ვაკეთოთ მართალი საქმე და შედეგიც მართალი და დამაკმაყოფილებელი დაგვიდგება უფლის შეწევნით! დიდება ღმერთს!!!

პს: სურათზე ჩემი და კია, მაგრამ იგულისხმება საქართველო, რომელიც ჯერ კიდევ ტყვეობაშია!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის წევრი, ემზარ კვიციანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close