კატეგორიის გარეშე

,,ელისაშვილის პოლიტიკური გარბენი რომ ამით დასრულებულია, ეჭვი არ მეპარება”

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

„მე მაინც ჩემი ზალიკო მირჩევნია ყველას – წესიერი, კეთილი და სწორი ადამიანი, სრულიად განსხვავებული ქართული პოლიტიკური ტერარიუმის ფონზე.
იყავით და იღადრეთ ყელი, არჩეულისთვისაც პოლიტიკური კარიერის დასასრულია (მისთვის კარგია, თუ კორუფციის გამო ციხე არ მოხვდება) და ვერარჩეულისთვისაც (ელისაშვილის პოლიტიკური გარბენი რომ ამით დასრულებულია, ეჭვი არ მეპარება). ზალო კიდე ყოველთვის ეყვარებათ, ყოველთვის აღიარებენ და ყოველთვის საუკეთესოდ გააკეთებს საქმეს, სადაც იქნება, მათ შორის, პოლიტიკაშიც.
პოლიტიკის გაგებაში არმყოფთათვის ცალკე განვმარტავ, რომ სრულიად გადაწყვეტილი ორპოლუსიანი არჩევნების ბედი შეატრიალა ზალიკომ და 1%ით ნაკლები თუ აიღო (ჯერ არაა დადგენილი), მხოლოდ 2თვიანი უფულო კამპანიის შედეგად, ბოლო ათი წელი თბილისის პოლიტიკაში მყოფ ელისაშვილზე, რომელიც ორჯერ მეტს მაინც აიღებდა ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერ სხვა კანდიდატზე – ამას როცა ამტკიცებ, ან აზრზე არ ხარ, ან ზალიკო პერსონალურად გძულს, ან ორივე ერთად,“ – აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close