საზოგადოება

ელენე ხოშტარია შს მინისტრს მიმართავს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრს მიმართავს . პარტია   შს სამინისტროს მიერ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ჩატარებულ რეიდებს ეხმაურება. ელენე ხოშტარია მოუწოდებს შს მინისტრს კრიმინოგენურ  ვითარების გამოსასწორებლად ნუ გამოიყენებს რეიდების მოძველებულ ფორმას. 

„ერთის მხრივ ცალსახად ძალიან კარგია რომ ახალი მინისტრი კრიმინოგენურ ვითარების დამძიმებას არ აბრალებს მედიას და საზოგადოებას. რეალურად მან აღიარა რომ ქვეყანაში ეს გამოწვევა არის. თუმცა ის ფორმები როგორც დაიწყო სამინისტრომ ამ კრიმინალთან ბრძოლა და კონკრეტულად ვგულისხმობ  ე.წ. რეიდებს არის აბსოლუტურად არაეფექტური და უარესიც და შეიცავს დიდი საფრთხეს ადამიანის უფლებების დარღვევის.

ჩვენ ვიცით ეს ძალიან კარგად გამოვლილი გვაქვს თავის დროზე . რეალურად ეს არის მასიური საფრთხის შექმნა წესიერი მოქალაქეებისთვის ,როდესაც პოლიცია გამოდის მასიურად ქუჩაში და არღვევს ადამიანის უფლებებს.  მინისტრმა თავად თქვა რომ ადამიანის უფლებების დაცვა შს სამინისტროს მთავარი ამოცანაა კრიმინალთან ბრძოლასთან ერთად და ამიტომ ესეთი გზებით ჩვენ მხოლოდ დავამძიმებთ ვითარებას.

ჩვენ ვნახეთ კონკრეტული შემთხვევა რომელიც ლოგიკური იყო პოეტთან დაკავშირებით , მისი უფლებები უხეშად დაირღვა . პოეტის მსგავსად უამრავი შემთხვევა იქნება და რეიდი მოიცავს ბუნებრივია ამ საფრთხეს.  მოვუწოდებ შს მინისტრს ძველ რეიდებს რომელიც კარგად ვიცით რისი მომტანია , რეალურად გააგრძელოს დანაშაულთან ბრძოლა, გაქრეს დაუსჯელობის სინდრომი, რომელმაც თავის დროზე გააღვივა ეს ვითარება როცა ადამიანებს გონიათ რომ არ დაისჯებიან“, – აცხადებს  ხოშტარია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close