სხვა
ელდარ შენგელაიას სინანული
„იქ რომ არ წავსულიყავი, დედა ბილეთს აღარ იყიდდა და მოსკოვში დამელოდებოდა...“

ცნობილი კინორეჟისორი იმ საბედისწერო დღეს იხსენებს, როცა დედა, ქართული კინოს ვარსკვლავი, ნატო ვაჩნაძე, ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში:
.
-მოსკოვში ვსწავლობდი. დედამ ჩამომაკითხა. მეგობრები თემიკო ჩირგაძესთან გაძესთან წავედით ვარატინსკის ოლქში, სადაც ჯარში მსახურობდა. დედამ გამაფრთხილა, თუ შენ არ ჩამოხვალ, თბილისში არ წავალო.
თემიკოსთან კარგად ვიქეიფეთ და დავწექით. საერთოდ, ღრმა ძილი ვიცი, მაგრამ ღამის სამ საათზე გამეღვიძა და დედა გამახსენდა. თემიკოს ვუთხარი, ახლავე მოსკოვში მივდივარ-მეთქი. მან მითხრა, მატარებელი არაა და ვერ წახვალო. ვუპასუხე, საბარგო მატარებელი მაინც იქნება. როგორმე წავალ, რადგან დედას დავპირდი-მეთქი.
სულ იმავეს ვფიქრობ, ნეტავ, მოსკოვში არ წავსულიყავი. დედა ბილეთს აღარ იყიდდა და მოსკოვში დამელოდებოდა.არც იმ საბედისწერო თვითმფრინავში მოხვდებოდა….