პოლიტიკა

“დღევანდელი ვითარება რუსეთთან, შეიძლება სანატრელი გაგავიხდეს”

“კიდევ ერთხელ ვეუბნები საქართველოს მოსახლეობას და ვაფრთხილებ, თუ ჩვენ ამ უგუნურ პოლიტიკას გავაგრძელებთ და თუ არ დაველაპარაკებით რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას, შეიძლება დღევანდელი ვითარება სანატრელი გაგვიხდეს“,- ეს განცხადება ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებებს გამოეხმაურა. განცხადება საქართველოს ხელისუფლებასთან “სხვა დონის ურთიერთობების შესაძლებლობას ეხებოდა”

ბურჯანაძის თქმით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია. ოპოზიციის წარმომადგენელი ამ თემაზე ხელისუფლების განცხადებებს “დანაშაულებრივ პოზიციად” აფასებს.

„საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან იყო კვლავ სამარცხვინო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ლაპარაკს, დიალოგს, მოლაპარაკებებს, აზრი არ აქვს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის დანაშაულებრივი პოზიცია”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close