საზოგადოება

,,ვერასოდეს მიხვდება ჩემი ტვინი, საერთოდ, პოლიტიკოსი (ვინც გინდა იყოს) რატომ უნდა მიყვარდეს!”

,,გასაგებია, რომ არ მოგწონთ დღეს: გაძვირებული პროდუქტი, გაძვირებული წამლები, ბენზინი... კიდევ ალბათ ბევრი რამ არ მოგწონთ, მაგრამ ამის გამო როგორ უნდა ინატრო კაცი, რომელიც სისხლში ტივტივებს და რაც მთავარია-თავს დამნაშავედ არ ცნობს!"

არც ვიცი საიდან დავიწყო და როგორ დავალაგო აზრები, იმიტომ რომ ათასნაირი გრძნობა და განცდა, ათასი ემოცია ერთად მმართავს ეხლა;
ეს რა დაგვემართა ხალხო, რა დღეში ვართ-ყველა, აპოლიტიკურიც და პოლიტიკურიც… იმიტომ რომ ეს ყველაფერი გასცდა პოლიტიკას;
ჩვენს ურთიერთობებში შემოიჭრა მეტასტაზებივით ამდენი: შუღლი, ჯინიანობა, ნიშნის მოგება, კინკლაობა, კამათი, დაპირისპირება, წყევლაც, დამუნათება, წამოძახება, ჩასაფრებულის პოზაში ჯდომა…
ჯიბრით წერა ეწინააღმდეგება ჩემს ხასიათს და მე არ ვარ კარგად ამ ყველაფრის გამო, რასაც აქ ვწერ და რასაც ვფიქრობ, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვეა;
მე მყავს მეგობრები, რომლებიც სიცოცხლეს მირჩევნია
და ისინი დღეს მიშას უჭერენ მხარს.
მყავს თვალით უნახავი ფრენდები, რომლებიც შემიძლია ადვილად გავიმეტო, წავშალო, მოვიცილო, მაგრამ გულის რაღაც ნაწილი მათაც მიყვება უკან, მიყვარდნენ მე ეს ადამიანები ჩემებურად, როგორც შემეძლო-ისე;
ადრე არავის არ ვშლიდი ამის გამო, ეხლა ორშაურად ვიმეტებ ყველას, ვინც იქეთა მხარეს დგას;
და სულაც არა ვარ ბედნიერი ამის გამო.
ვერასოდეს მიხვდება ჩემი ტვინი, საერთოდ პოლიტიკოსი (ვინც გინდა იყოს) რატომ უნდა მიყვარდეს!
მეც და მიშას მომხრეებიც ერთნაირი ადამიანები ვართ-ჩვენი ცუდით და კარგით; გარეგნულადაც თითქოს არანაირი განსხვავება არ არის ჩვენს შორის, ცხოვრების წესიც ერთნაირი გვაქვს; ბავშვობაც უმეტესობას ერთნაირი გვქონდა, ძირითადად ჩემი ასაკის ხალხთან მაქვს ხომ შეხება;
განხვავება არის აი ამაში:
მე შემიძლია დავინახო იგივე “ქართული ოცნების” უამრავი ნაკლი, შემიძლია თავისუფლად გავაკრიტიკო ესა თუ ის მოქმედი ხელისუფალი; შემიძლია და თან არ მეშინია, რომ ამის გამო დამიჭერენ ან შემავიწროვებენ.
სამაგიეროდ ნახეთ რა ხდება იქეთა მხარეს,
შანსი ნულია, არ არსებობს, გამორიცხულია-რომელიმემ აღიაროს, რომ
მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა!
ასე მგონია, შვილს გაწირავენ და იმას არა.
როგორც წმინდანს, ისე ენდობიან და ისე სჯერათ მისი;
ერთგვარი რელიგიაა უკვე მათთვის ეს კაცი.
სალოცავი, საფიცარი, რა ვიცი…
სულ რომ ანგელოზი იყოს სააკაშვილი, ეს რაც ზემოთ დავწერე, უკვე საშიში და სავალალოა.
გონიერ, ნორმალურ, ზრდასრულ ადამიანს ეუბნები, რომ
-მიშას დროს აწამეს ადამიანები-არ მჯერა! გპასუხობს.
ეუბნები, რომ მოკლეს ბიჭები-“ბაჩალიაშვილი და შაქარაშვილი” აი ამას გიპირისპირებენ, ზედ მაჩალიკაშვილსაც აყოლებენ…
ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, როგორც ექიმი, რომ არ მაქვს საქმე ფსიქიურად ჯანსაღ ადამიანთან. სიბრალული, ზიზღი და გაოცება ერთდროულად მერევა…
ეუბნები, რომ მოგწონს დაგებული გზები, კი ბატონო;
მოგწონს იუსტიციის სახლიც,
ბათუმის პიაცაც მოგწონს,
შუქი და გაზი რომ სულ გვაქვს 2003-დან ესეც,
მაგრამ
არაფერი გიღირს ადამიანების სიცოცხლედ
და ისევ იგივე წრეზე მიყავხარ-ბაჩალიაშვილი? მაჩალიკაშვილი?
და სად არის ამ დროს ლოგიკა?
არ ვიცი.
მე ძალიან ვარ გაბრაზებული და ეს არაერთხელ დამიწერია, რომ
ბარბარე რაფალიანცის საქმე სამზეოზე არ არის გამოტანილი და უამრავი კითხვის ნიშანია პირადად ჩემთვის მანდ.
გამოდით აბა, ნებისმიერი მიშას მოყვარული და თქვით თქვენც
ხმამაღლა თქვით რომ
კითხვის ნიშნები გაქვთ
რობაქიძიდან-მოლაშვილამდე…
მაგრამ ვერ (არ) იტყვით!
იცი რატომ?
იმიტომ რომ თქვენ თქვენი ქვეყანა და თქვენი ხალხი კი არა,
მიშა გიყვართ!
ალბათ როგორც მამაკაცი მოგწონთ, ან არ ვიცი…
აბა მაშინ რას ნიშნავს “მე არ მჯერა, რომ მიშამ ეს იცოდა”
რა არ იცოდა?
ციხეებში რომ ადამიანებს ღირსებას ულახავდნენ და წამებით სულს ხდიდნენ?
კაი, დავუშვათ არ იცოდა,
ჯერ რას ქვია “არ იცოდა”, მაგრამ ნუ დავუშვათ,
ახლა ხომ იცის?
და რაღა ნამუსით უნდა ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება?
როგორ? განა მისი პასუხისმგებლობა არ არის ის, რომ “არ იცოდა”?
თქვე კაი ხალხო, სუპერმარკეტის მოლარეს რომ ორი ლარი გაეპაროს სადმე, იმას სამსახურიდან უშვებენ!
მასწავლებელს თუ გადაცდომა მოუვიდა, სკოლის დირექტორს ხსნიან სამსახურიდან;
ბანკის ვალი თუ დროზე ვერ გადაიხადე, თავმდებს აკისრებენ ვალდებულებას (რომელიც არაფერ შუაშია)
და
პრეზიდენტი ვიყო, ასობით დედამ ჩემი მმართველობის დროს შავები ჩაიცვას, იმიტომ რომ მათი შვილები ჩემმა რეჟიმმა დახოცა (!) და მე ამ დროს ჭურში ვზივარ, არ ვიცი რა ხდება
და რომ გავიგებ
რაღანაირად მექნება გონორი და პრეტენზია-ისევ იგივე სკამზე დამსვან?
—-
მე რომ შენს სადარბაზოში ყველა ბინაში რემონტი გავაკეთო, შპალერი გაგიკრა, ლამაზი ჭაღი დაგიკიდო…
სენსორებზე ლიფტი გაჩუქოთ
მერე გავიდე და შენს მეზობელს ცოლი გავუუპატიურო, შვილი მოვუკლა..
და თან ეს ყველაფერი კამერით გადავიღო..
-რადგან შენ არ შეგეხე, დაიფიცეებ ამის მერე ისევ ჩემს მზეს?
შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია!
——
წამყვანი ჟურნალისტი (მებრძოლი ინგა) არის მხარე; პარტიის რუპორი!
და ეს ჟურნალისტი მე დღეს თავს მამადლის რომ ის წარმოადგენს “თავისუფალ მედიას”,
მეტი ცინიზმი რაღა გინდათ?
ნანული ჟორჟოლიანმა გამოგვიცხადა, რომ “თუ მიშა აღარ იქნება, ქვეყანაც ნუღარ იქნებაო”!
ვიღაცა პატარა გოგო-ბიჭები დარბიან და მიკროფონებს პირში ტენიან დედისტოლა ქალებს!
უზრდელობის, გაუნათლებლობის, უტიფრობის პიკია გარშემო;
ვიღაცა შარანგია (აზრზე არა ვარ ვინ არის, რა დამსახურება აქვს სამშობლოს წინაშე, რა გაუკეთებია რომ ამდენს ბედავს!!!!) წამოსკუპებულა და თურმე “მიშას შეცდომები ეპატიება, იმიტომ რომ საქმეს ვინც აკეთებს, შეცდომებსაც ის უშვებს”!
ვაიმე, ლაც მეუბნები გოგოო? გაცელდიი
-შეცდომაა? მის შვილს რომ ვინმემ დუბინკა გაუყაროს ანუსში (ღმერთმა დაიფაროს), აწამოს, ცემოს, მოკლას, სახურავზე შემოდოს-შეცდომაა გოგონიი???????????
—–
ყველას გვინახავს ფილმები სადაც კრიმინალს ვინმეს, დამნაშავეს რომ ციხეში სვამენ-რაღაცნაირი თანაგრძნობის განცდა გიჩნდება, როცა ეს ტიპი ინანიებს და აღიარებს დანაშაულს (რაც არ უნდა ცუდი ტიპი იყოს)
და ასევე გვინახავს ფილმები სადაც დაჭერილი ვინმე მანიაკი ზის “კლეტკებში” და სასამართლოზე ხარხარებს, მის მიერ მოკლული გოგონების მშობლებს აბუჩად იგდებს; არ აღიარებს დანაშაულს;
და ამ დროს ამ ვიღაცა პერსონაჟის მიმართ გვიჩნდება საშინელი აგრესია, გვეზიზღება, ვმწარდებით…
სხვას რას აკეთებს დღეს სააკაშვილი?
—–
ეგ რომ კაცი იყოს
სგუშჩონკის ბანკებთან ერთად ტრაილერით კი არ შემოიძურწებოდა ქურდულად და ბანძურად!
ჩამოვიდოდა, ჩაჯდებოდა, მოიხდიდა სასჯელს
და ადამიანობის ნატამალი რომ გააჩნდეს
იმ ბიჭების დედების რომ ოდნავ რცხვენოდეს
და ერთი ბეწო პასუხისმგებლობას რომ გრძნობდეს
კი არ იშიმშილებდა
ამ ცირკს კი აღარ მოაწყობდა
და
იმ თავის ხელის ბიჭებს (გვარამიებს და ვიღაცა ნაყიდ შნირებს) კი არ მისცემდა ქვეყნის საზიანო მითითებებს
იჯდებოდა კაცურად
და წლების მერე რომ გამოვიდოდა, იქნებოდა ჩემს თვალშიც კი რეაბილიტირებული ტიპი!
მაგრამ სად შეუძლია აბაა?
არ ვუსურვებ სიკვდილს, არც უბედურებას;
არ ვარ ბოროტი;
მის მომხრეებს მინდა გკითხოთ:
რა გიყვართ მასში?
გასაგებია რომ არ მოგწონთ დღეს: გაძვირებული პროდუქტი, გაძვირებული წამლები, ბენზინი…
კიდევ ალბათ ბევრი რამ არ მოგწონთ,
მაგრამ ამის გამო როგორ უნდა ინატრო კაცი, რომელიც სისხლში ტივტივებს
და რაც მთავარია-თავს დამნაშავედ არ ცნობს!!!!!!
მიშაში რა გიყვართ?
-თქვენი შვილები რომ არ დახოცა-ეეგ?
ჯვარი სწერია ყველას შვილს, მის შვილებსაც…
—-
ღმერთმა ადამიანს მისცა სინანულის შეგრძნება
ყველა ვაშავებთ, მეტნაკლებად
და როცა მე შენ გატკენ, თუნდაც ჩემდაუნებურად
და მერე მოგიტრიალდები და დაგცინებ, გონორით დაგელაპარაკები, არაფრად ჩაგაგდებ და ჩემს დანაშაულს არ ვაღიარებ
მაშინ იცოდე რომ ჩემში ადამიანი მოკვდა
რომ ვარ ფიზიკურად ცოცხალი, ოღონდ ვარ ღორი.
ბინძური, ტალახში ამოსვრილი ღორი
და ჩემზე უარესი მხოლოდ ისღაა, ვინც უკანალზე მკოცნის, მაქეზებს და მაქებს.
აი ეხლა გინდა წამშალეთ, გინდა დამტოვეთ…
იმდენი მყავს და მაქვს ამ ცხოვრებაში დაკარგული, როგორმე მოგინელებთ.
ცხადია, ეს არ ეხება ჩემი ბავშვობის მეგობრებს.
ეს ის სიყვარულია, რომელიც ყველას და ყველაფერს წონის, რა ვქნა…
—-
და ბოლოს:
ერთი ბიჭიც რომ მოეკლათ მის მაღალჩინოსნებს მისი პრეზიდენტობის დროს, მას ამის მერე-
მორალური, ადამიანური, კაცური უფლება აღარ აქვს კიდევ ამ სკამზე აბობღდეს!
შუაღამეა. ვზივარ და მეფიქრება
როგორი ბოროტი ძალა უნდა იყო, რომ აი ასე ორად გაგვხლიჩო ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთთან გასაყოფი და საჩხუბი არაფერი გვქონდა, ისეთი მურტალი რეჟიმის დროსაც კი, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი…
დავიღალე!!!
ნინო ახობაძის ფბ სტატუსი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close