კატეგორიის გარეშესაზოგადოება
,,დრო დგება ახალი, უფრო მოქნილი ალიანსებისა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპას წარმოადგენენ და აპირებენ განვითარებას!”
,,უკრაინის უსაფრთხოების გარანტად უნდა იქცეს ახალი კავშირი, სადაც გათვალისწინებული იქნება სამხედრო თავდაცვითი გარანტიაც და ამ კავშირის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს ბირთვული შეიარაღება! ასეთი არის ბრიტანეთი!"
ზელენსკიმო უარი თქვა ნატოზეო, დაათრევენ რუსეთუმეები ამ ამბავს და აფორმებენ რუსულ გამარჯვებად.
ახლა კი ცოტა სერიოზულად! სინამდვილეში, ჩემი აზრით, ცოტა უფრო დიდ გეოპოლიტიკურ თამაშთან გვაქვს საქმე და ვეცდები, ავხსნა რატომ :
1. ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბრიტანეთმა, უკრაინამ და პოლონეთმა გააფორმეს ხელშეკრულება ურთეირთთანამშრომლობის შესახებ! მართალია ხელშეკრულება ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს სამხედრო თავდაცვით დოქტრინას, მაგრამ ეს საკითხი დახურული არ არის!
2. ყველასთვის ცნობილია, რომ ნატოს(არა მარტო ნატოს, ევროკავშირისაც) მოქმედების ყველაზე დიდი მუხრუჭი არის ეგრედწოდებული ,,ბებერი ევროპის ქვეყნები”. ქვეყნები, რომელთა მთავარი ინტერესი ყოველთვის საკუთარი კეთილდღებაა და მათ ნაკლებად აინტერესებთ განვითარებადი სახელმწიფოების ბედი. ნატო კი კონსესუსზე დაფუძნებული ალიანსია, სადაც ერთ წევრ ქვეყანასაც კი შეუძლია გააჩეროს მთელი ნატოს მოქმედებები! გახსოვთ ალბათ 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, როცა მაპი უნდა მოეცათ ჩვენთვის და უკრაინისთვის, საფრანგეთმა და გერმანიამ დაამუხრუჭა ეს პროცესი და ვერც ბუშმა შეძლო მათი დარწმუნება შეეცვალათ აზრი!
3. ამიტომაც დრო დგება ახალი, უფრო მოქნილი ალიანსებისა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპას წარმოადგენენ და აპირებენ განვითარებას! მათ რა თქმა უნდა სჭირდებათ ძლიერი სახელმწიფოც ალიანსში!
4. დიახ ოფიციალური უკრაინის განცხადებებში ისმის ოდნავი წყენა ნატოს მიმართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ამერიკას და ბრიტანეთს! ეს წყენები ძირითადად ბებერი ევროპის ქვეყნების მიმართაა, რომლებიც ამიხრუჭებენ პოლონური მიგების მიწოდებას უკრაინისთვის! მართალია გერმანია უფრო აქტიურად ჩაერთო ახლა ამ პროცესში, იარაღს აწვდის უკრაინას, მაგრამ საფრანგეთი როგორც ყოველთვის უცნაურ პოზიციებზეა(თუნდაც ის, რომ ფრანგულ კომპანიებს მოუწოდეს არ გასულიყვნენ რუსული ბაზრიდან და დღეში სამჯერ ურეკავს მაკრონი პუტინს გაჩერდი როგორმეო).
4. გუშინ უკრაინამ პირველად გააჟღერა პასაჟი, რომ მან შეიძლება თქვას უარი ნატოზე, მაგრამ მის უსაფრთხოების გარანტად უნდა იქცეს ახალი კავშირი, სადაც გათვალისწინებული იქნება სამხედრო თავდაცვითი გარანტიაც და ამ კავშირის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს ბირთვული შეიარაღება! ასეთი არის ბრიტანეთი! ჯონსონმაც გააკეთა განცხადება, რომ უკრაინის კატეგორიული მოთხოვნა არ არის ნატოს წევრობა! შესაბამისად დიდი ალბათობით ეს სამთა კავშირი შესაძლოა სამხედრო თავდაცვით ალიანსშიც გადაიზარდოს!
5. მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, ბრიტანეთი ლიდს იღებდა და აქტიურდებოდა ყოველთვის იმ მომენტში, როცა დიდი გეოპოლიტიკური ძვრები იწყებოდა! ბრექსიტის შემდეგ, ადამიანურად რომ ვთქვათ ბრიტანეთი გახდა უფრო მოქნილი და მან რეალურად გაინთავისუფლა თავი იმ მარწუხებისგან, რასაც ბებერი ევროპა ჰქვია! ჯონსონმა დაიწყო მოქმედება და უკვე დიდი ძვრებია ამ მხრივ! ფაქტიბრივად ის არის პირველი დიდი სახელმწიფოს ლიდერებიდან, რომელმაც ღია კონფრონტაცია აირჩია პუტინთან და ზოგადად რუსეთთან! ჩემი აზრით სწორედ ბრიტანეთი იქნება ის სახელმწიფო, რომელიც აიღებს ლიდს ევროპის ახალი სახელმწიფოების განვითარების საქმეში!
6. როგორც ჟღერდება ამერიკაც განიხილავს ახალი ვიწრო ალიანსების კონცეფციას! მათ შორის ავსტრალიასთან და ბრიტანეტთან! მსოფლიო მიდის ნელ-ნელა იმ დასკვნამდე, რომ მიძინებული ევროპა ვერ იქნება უსაფრთხოები გარანტი აღმოსავლეთ ევროპის იმ სახელმწიფოებისთვის, რომელიც რუსეთის მიზანშია ამოღებული! სწორედ ძველი ევროპის სახელმწიფოები, უქმნიან ამ შემთხვევაში ამერიკის და ბრიტანეთის სიძლიერეს საფრთხეს და ქმნიან რუსულ მონსტრს, რომლის რეალური სახეც ვნახეთ უკვე რაც არის! ამიტომაც დაიწყო ახალი რეალობა და ვიწრო ალიანსების ეპოქა!
7. თუკი ეს სამთა კავშირი გდაიზარდა სამხედრო თავდაცვითი დოქტრინის ალიანსად, ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით თურქეთიც შეუერთდება მას და ჩაკეტავს ამ ხაზს! ეს ოთხი სახელმწიფო კი შესაძლებელია გახდეს არანკლები მონსტრი, ვიდრე ნატოა! მე მაინც ჩემი აზრი მაქვს, რომ ბალტიის ზღვის ქვეყნებისთვის, ეს ალიანსი შეიძლება გახდეს ძალიან მიმზიდველი ეკონომიკურადაც, პოლიტიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისიდაც და თუკი ბალტიის ქვეყნებიც შეუერთდა მას, ჩათვალეთ, რომ აღმოსავლეთ ევროპა რამდენიმე წლის მერე არანაკლებ ძლიერი იქნება, ვიდრე ცენტრალური ყველანაირი თვალსაზრისით! ბუნებრივია ამ ალიანსის მთავარი მოკავშირე იქმება ნატოც და ამერიკაც, მაგრამ მას ექნება საკუთარი დღის წესრიგი და აღარ იქნება დამოკიდებული ფრანგების და გერმანელების თბილ სახლებზე!
8. ყველაფერი მიდის იქეთ, რომ რუსეთი ამ ფორმაციით ვეღარ იარსებებს და დაიშლება! ხოლო ის, რაც მისგან დარჩება, იქნება დაკონსერვებული და ძალიან ბევრი წელი ვერ გამოაღწევს ამ მოჯადოებული წრიდან! მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთს გამოეყოფა ევროპული ნაწილი და იქნება ცალკე სახელმწიფო, რომელსაც ექნება განვითარების შანსი! 40 მილიონიანი თათარსტანიც თავის მომენტს ელოდება და ჩრდილოეთ კავკასიაც ადუღდება მალე. რუსეთი დაკარგავს შავ ზღვას და ამით საბოლოოდ მოწყდება ცივილიზაციას! ფაქტი არის ის, რომ დასავლეთს ამ ფორმაციის რუსეთი ნამდვილად მიზანში ჰყავს ამოღებული და მოსკოვმა დღესაც რომ შეწყვიტოს ცეცხლი, მას არავინ მოუხსნის სანქციებს! ის დარჩება იზოლირებული, სანამ არ გახდება დემოკრატიული სახელმწიფო! ასეთი კი ის ვერასოდეს გახდება! ბევრს შეიძლება არარეალურად მოეჩვენოს ეს ყველაფერი, მაგრამ სულ რაღაც ერთნახევარი საუკუნის წინ პრუსია ბევრად უფრო დიდი იმპერია იყო, ვიდრე რუსეთი დღეს! ახლა კი პრუსია საერთოდ აღარ არსებობს! დიახ, ეს იმპერია შეეწირა ზუსტად ისეთ იმეპრიალისტურ მიდრეკილებებს, რაც ახლა აქვს რუსეთს! როცა მთელი მსოფლიო შენს წინააღმდეგ ერთიანდება, გადარჩენის შანსი არის ნოლი! არ ახსოვს ისტორიას მსოფლიოსთან დაპირისპირებისას გადარჩენილი არც ერთი გიგანტი სახელმწიფო თუ იმპერია! ახლა კი ზუსტად ეს გადამწყბეტი მომენტია, როცა თანამედროვე სამყარომ გადაწყვიტა მოკვეთოს რუსეთი განვითარებას!
9. და ბოლოს სად ვართ ამ დროს ჩვენ! ჩვენ არ ვართ იქ ამ მომენტში, სადაც უნდა ვიყოთ! ჩვენ ახლა მთელი არსებით უნდა ვიყოთ ჩართული მოლაპარაკებებში ლომდონთან, კიევთან და ვარშავასთან, რომ გავხდეთ მეოთხე სახელმწიფო ამ ალიანსის! ყველანაირი წინაპირობა გვაქვს ამის, უკრაინა და პოლონეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებია, მაგრამ რად გინდა? დღევანდელი ხელისუფლება რასაც აკეთებს კი ვხედავთ! მაგრამ შანსი მაინც არის, ეს შანსი შეუნარჩუნა ამ ქვეყანას იმ ათასობით ადამიანმა, რომელიც ქუჩაში იდგა უკრაინის მხარდასაჭერად! მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი იტყვის თავის სათქმელს და დადგება ისტორიის სწორ მხარეს! ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებსაც და გავხდებით განვითარებული სახელმწიფო! აფხაზეთი და ანაკლიის პორტი იქნება ამ ყველაფრის გარანტი! ჩვენ საზღვარზეც მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ არ დავწერ ახლა!
10. ასე რომ ათრიეთ რუსეთუმეებო ზელენსკის და ჯონსონის განცხადებები და თქვენს ბოლო ჟამს ეცადეთ ასე გაიხაროთ გულები! სულ მალე ტერმინი რუსეთუმე აღარც იარსებებს!
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
ნიკო მიქაია, სამოქალაქო აქტივისტი