საზოგადოება

დიდ ქალაქებში არსებული ჰაერი სიცოცხლის ხანგრძლივობას 9-11 წლით ამცირებს

ავტომობილების გამონაბოლქვი ისეთ ნაწილაკებს გამოჰყოფს, რომლებიც ჰაერს აბინძურებს, შედეგად კი ადამიანის სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი 9-11 წლით მცირდება. ამის შესახებ კვლევით ჟურნალ Ecological Indicators-ში წერია.

ეკოლოგიის ინდიკატორების ახალი კვლევის მიხედვით, დაბინძურებული ჰაერი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას სულ უფრო ამცირებს და მსოფლიოს ეს პრობლემა მილიარდობით ადამიანის სიცოცხლის ფასად უჯდება.

დანიის აარჰუს უნივერსიტეტის პროფესორის მიკაელ სკოუ ანდერსონის თქმით, ჰაერის 1 კუბურ მეტრზე მხოლოდ 1 მიკროგრამით დაბინძურების ზრდა, ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას 9-11 წლით ამცირებს. პროფესორის თქმით, ყოველი 100 ათასიდან 100 შემთხვევაში ადამიანები სწორედ ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იღუპებიან.

კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ, ჰაერის დაბინძურების გამო, 78-80 წლის ასაკში კვდებიან. ეს მაშინ, როდესაც ქალაქგარეთ მცხოვრები ადამიანების სიკვდილის მაჩვენებელი 88-90 წელია.

რაც შეეხება საქართველოში ჰაერის დაბინძურების შესახებ არსებული ინფორმაციას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, 2016 წელს, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზესტაფონისა და რუსთავის ჰაერში მტვრის, ნახშიროჟანგის და აზოტის დიოქსიდის რაოდენობა ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალი იყო.

იმედი ნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close