საზოგადოება
დედის გასვენებაზე ლევან თაქთაქიშვილი მეუღლესთან ერთად ამერიკიდან ჩამოფრინდა

ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვას მისი ვაჟიშვილიც დაესწრო. ის ამერიკიდან დედის გარდაცვალების გამო მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. პანაშვილი ვაკის სამების ტაძარში გაიმართა, სადაც სამძიმარს ლიკა ქავჟარაძის შვილი იღებდა.
