საზოგადოება

,,დედების ფონდმა” სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს დაუვიწყარი დღე აჩუქა

ერთი დაუვიწყარი დღე სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს დედების ფონდმა, თბილისის მერიამ, მედიცენტრამ, guardians Motorcycle club _მა აჩუქეს.
მთაწმინდის პარკში 50 მდე ბავშვს დახვდა უფასო ატრაქციონები, ანიმატორები, მულტფილმის გმირები და ბევრი საჩუქარი
ღონისძიების მიზანი იყო იმ ბავშვების განწყობაზე ზრუნვა, ვისაც დღეს ყველაზე მეტად აკლია გართობა, ატრაქციონები, საჩუქრები. ვინც მძიმე სოციალური პირობების გამო ხშირად ვერ უერთდება თანატოლებს გასართობ ღონისძიებებზე.
დედების ფონდი კიდევ ბევრ სოციალურ აქტივობას გეგმავს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close