საზოგადოება

დედაქალაქის მერია სპეცოპერაციისას დაზარალებულებს მიმართავს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს.უწყება მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვინც თავშესაფარს საჭიროებს, დროულად მიმართონ ისნის გამგეობას.

„ვთხოვთ მოსახლეობას, ვინც საჭიროებს თავშესაფარს, დროულად მიმართონ ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ ფართში გადაყვანა.

“ისნის გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ისნის გამგეობას ნომერზე: 2 37 50 29, 599 53 70 40, ასევე დარეკონ მერიის ცხელ ნომერზე 2 72 22 22 ,“ – ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა განხორციელებული სპეცოპერაციის დროს, კორპუსებიდან მოსახლების ევაკუაცია განხორციელდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close