საზოგადოება

,,დავით აღმაშენებელმა ,,გალობანი სინანულისანი” დაწერა და სააკაშვილს, ნატამალი სინანული არ წამოცდენია”

,,გირგვლიანის საქმე არ არსებობდაო, გელაშვილის საქმეზე მტკიცებულებები არააო, 7 ნოემბრის ამბავიც მიახუთშაბათა, ისე აღწერა..."

რეალურად, ეფექტური ქართული სახელმწიფო გვქონდა არასრული 100 წელი და იმ სახელმწიფოს დამფუძნებელმა, დავითმა – თავიდან ერთი სოფლის მეფე რომ იყო და უზარმაზარი საქართველო რომ დატოვა, სიკვდილის წინ “გალობანი სინანულისანი” დაწერა. სახელმწიფოს კი ვაშენებდი მარა, ბევრი ცოდვა მაწევს და შეცდომაც ბლომად დავუშვიო და მაპატიეთ, რაც შევცოდეო. დავითმა, აღმაშენებელმა დაწერა ეს! სააკაშვილს კიდე ერთი ნატამალი სინანული არ წამოცდენია დღეს გრძელი გამოსვლისას. გირგვლიანის საქმე არ არსებობდაო, გელაშვილის საქმეზე მტკიცებულებები არააო, 7 ნოემბრის ამბავიც მიახუთშაბათა, ისე აღწერა – არანაირი სინანული, ნატამალი სინანულიც კი. არადა სინანული და გულწრფელი ბოდიში ღირსებაზე მეტყველებს ადამიანის და ეს ღირსება სააკაშვილს დღეს ოდნავაც არ გამოუვლენია. განა მიკვირს ან ველოდი. მისთვის იყო უკეთესი, მარა – “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”.

ალეკო ელისაშვილი, პარლამენტის წევრი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close