საზოგადოება

,,დავით ასათიანმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ადვოკატთა კორპუსის განვითარებაში”

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობა და ადვოკატთა პროფკავშირში გაერთიანებული წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმება და მხარს უჭერს ცნობილი ადვოკატის, დავით ასათიანის წარდგენას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თამჯდომარედ. ამასთანავე, საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირი გამოდის ამის ერთ-ერთ ინიციატორადაც.

ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობის ეს არჩევანი განაპირობა იმ ფაქტობრივმა გარემოებებმაც, რომ დავით ასათიანმა თავისი მოღვაწეობით ზაზა ხატიაშვილთან და ადვოკატთა კორპუსთან ერთად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში ადვოკატის ინსტიტუციონალური განვითარებაში. ამასთანავე, ბატონი დავითის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მნიშვნელოვანი ურთიერთობები აკავშირებს საერთაშორისო ინსტიტუტებთან. დღეს თამამად შეიძლება აღინოშნოს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ერთადერთი წამყვანი ფიგურანტია რეგიონში და სარგებლობს საერთაშორისო ასპარეზზე უდიდესი ავტიორიტეტით. პრეზენტაციაზე დაესწრებიან ადვოკატთა პროფკავშირის წევრებიც.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close