პოლიტიკა

“დაველოდოთ, საღამოს ყველაფერი ცნობილი გახდება…” _ კახა კალაძე

დედაქალაქის მოსახლეობა გადაწყვეტს, როგორ გადანაწილდება კანდიდატების თანმიმდევრობა და ა.შ. დაველოდოთ, საღამოს ყველაფერი ცნობილი გახდება, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ.

მმართველი გუნდის დედაქალაქის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი საირმის ქუჩაზე მდებარე 64-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

„არჩევანი გავაკეთე, რომ ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ქალაქი ურბანულად გამართული იყოს და ქაოტური განაშენება არ ხდებოდეს. ქალაქში სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით, ისტორიითა და კულტურით სავსე. მჯერა, რომ ამას ერთობლივად შევძლებთ და მოვახერხებთ“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close