ვიდეო

,,დადეეეს… დადეეეს… ამ ოთახში დადეეეს!!!” _ მორიგი სპეცოპერაცია ფონიჭალაში (ვიდეო)

ტელეკომპანია ,,ქვემო ქართლი” რამდენიმე საათის წინ გადაღებულ ვიდეოსიუჟეტს აქვეყნებს. სიუჟეტში ასახულია დღეს, ფონიჭალაში, პოლიციელების მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია, რა დროსაც დააკავეს ერთი ადამიანი.  შსს-ს განმარტებით, დაკავებულია ნარკორეალიზატორი.

,,ამ წუთებში ფონიჭალაში მორიგი სპეცოპერაცია მიმდინარეობს. დაკავებული პირის მამისთვის უცნობია, რატომ იმყოფებიან მისი შვილის სახლში სამართალდამცველები. როგორც ფაილ ჰუსეინოვის მამა აფრამ ჰუსეინოვმა აღნიშნა, მისი შვილი და რძალი ბაზარში ვაჭრობენ და არავითარ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას არ ეწევიან. ჰუსეინოვის თქმით, სახლში, სადაც სამართალდამცველემა სპეცოპერაცია ჩაატარეს, ფაილ ჰუსეინოვის გარდა მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილებიც იმყოფებიან და იქ ამ დრომდე რჩებიან” _ ქვემო ქართლის ტელევიზია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close