საზოგადოება
,,უტიფრობის, უპრინციპობის და მედროვეობის კლასიკური მაგალითი_ ოქრიაშვილი”
,,9 წელი რომ ნაცების მეხოტბე ხარ, მერე 8 წელი ოცნების აპოლოგეტი, მერე ისევ ნაცზე უფრო ნაცი ხდები და სხვას ქოცობაში სდებ ბრალს"
,,უტიფრობის, უპრინციპობის და მედროვეობის კლასიკური მაგალითი- ოქრიაშვილი! 9 წელი რომ ნაცების მეხოტბე ხარ, მერე 8 წელი ოცნების აპოლოგეტი, მერე ისევ ნაცზე უფრო ნაცი ხდები და სხვას ქოცობაში სდებ ბრალს. 17 წელი რომ პარლამენტში ზიხარ, თან თითო წამალში რომ 300%-ს უგებ და თან რომ წუწუნებ წაგებაზე ვმუშაობო. ფუუ…” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ,,სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.
ჩიხლაძის კომენტარი ტელეეთერით ოქრიაშვილის გამოსვლებს მოჰყვა, სადაც მას სტრატეგია აღმაშენებლის ოპოზიციონერობაში ეჭვი შეაქვს და აცხადებს, რომ ამ პარტიას, მისი ლიდერის ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ, დიდი კითხვის ნიშანი გაუჩნდა.