საზოგადოება

,,ასეთი გულქვა როგორ გამოდექით ამ სიბერეში? როგორც წესი, სიბერეში ტკბებიან ხოლმე”

ლადო სადღობელაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ბნ რევაზს მინდა მივმართო:
– ბნო რეზო აწი, რომ გამოხვალთ პარლამებტიდან და სანამ თქვენს უზარმაზარ ჯიპში მოკალათდებით, იქნებ გაიხედ-გამოიხედოთ, რა იცით, იქნება და შემთხვევით მაინც თქვენს თვალს მოხვდეს გაჭირვებული ხალხი, ბავშვები! მე დარწმუნებული ვარ, არც იმ საწყალი ქალბატონისთვის გემეტებათ ორი გროში თქვენი მრავალ ათასიანი ხელფასიდან, რომელიც პარლამენტის შესასვლელთან დგას!
– მე მესმით თქვენი დაბინდული თვალების და გონების! მე ისიც მესმის, რომ თქვენ არასდროს ყოფილხართ თუნდაც თბილისის შემოგარენში და არ გინახავთ “გეტოები” სადაც ბავშვებს მხოლოდ პური თუ ასაზრდოებს და ის ვითარება თუ სად ცხოვრობენ ეს ბავშვები! მაგრამ მე არ მესმის ასე გულქვა, როგორ გამოდექით ამ სიბერეში (როგორც წესი სიბერეში ყველა ტკბილდება)? ან შვილიშვილი არ გყავთ ან შვილი არ გაგიზრდიათ?
– თუ ძალიან დაგაინტერესებთ მე დიდი სიამოვნებით განახებთ იმ ასობით ბავშვს რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ!!!

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close