საზოგადოება

გურჯაანში ორ მცირეწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა

გურჯაანში, კურორტ “ახტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორ მცირეწლოვანს „ოპელის“ მარკის ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდნენ.
ორივე მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის ჰოსპიტალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ თევზაძე აცხადებს, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ და სტანდარტული გამოკვლევა უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორამციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მძარობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close