საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო მოძრაობა შეიზღუდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კომენტარები