საზოგადოება

გოგონას ბამბის დასამუშავებელმა მანქანამ თმა და სახის ნაწილი ააცალა

კასი ბარნსი ბამბის ფაბრიკაში მუშაობდა გადასამუშავებელ მანქანასთან, რა დროსაც მისი გრძელი თმა მოწყობილობამ ჩაიყოლა.

უბედური შემთხვევა საკუთარი მამისა და საქმროს თვალწინ მოხდა, თუმცა მათ ვერ შეძლეს გოგონას დროზე დახსნა. ბამბის გადასამუშავებელმა მანქანამ გოგონას სკალპი ააცალა.

წერს გამოცემა The Sun.

კასის სასწრაფოდ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რომელიც 20 საათს გაგრძელდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა და სკალპის აღდგენა შეძლეს. იმისთვის, რომ გამოჯანმრთელების პროცესი დაჩქარებულიყო, ბარნსი ხელოვნურ კომაში ჩააგდეს – ასე თავის გამოძრავებას ვერ შეძლებდა და ტკივილიც არ შეაწუხებდა. ამის შემდეგ კიდევ ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია. მის ოჯახს იმედი აქვს, რომ ოდესმე კასის პირვანდელი სახე დაუბრუნდება და ისეთივე ლამაზი იქნება, როგორც მანამდე იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close