საზოგადოება

,,გოგი წულაია მამის ტოლაა, ამას როგორ ვიფიქრებდი…”_ დაზარალებული ასმათ დვალიშვილი

,,დაზიანებული მაქვს ორივე ხელი, კისერი, ზურგი..."

ასმათ დვალიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გოგი წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მასზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მცდელობა ჰქონდა. სწორედ, დვალიშვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავა შსს-მ პოლიტიკოსი გოგი წულაია.

ასმათ დვალიშვილის თქმით, წულაიამ, რომელსაც წლებია იცნობს, ორი დღის წინ მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით თბილისში გაყოლა სთხოვა.

„შეხვედრა, რომელზე გაყოლაც გოგი წულაიამ მთხოვა, გადაიდო. მე ახლობელთან ვაპირებდი წასვლას. გოგიმ მითხრა, მაქვს ბინა თბილისში ნაქირავები და იქ წავიდეთო. მეც წავყევი, ცუდი არაფერი მიფიქრია. ნასვამი იყო გოგი. მერე მითხრა, რომ მოვწიო, შენ ხომ არ გეწყინებაო, არა-მეთქი, აივანზე გავიდა და მოსწია. შემობრუნდა, დაჯდა და ცოტა ხნის მერე შეუფერებელი ქმედებები დაიწყო. ცდილობდა ჩემზე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას. საპატრულო პოლიცია გამოვიძახე. ვერაფრით ვერ ვაპატიებ, რაც გააკეთა, მამის ტოლაა, ამას როგორ ვიფიქრებდი. დაზიანებული მაქვს ორივე ხელი, კისერი, ზურგი“, – თქვა დვალიშვილმა, რომელიც ამ წუთებში ექსპერტიზაზე იმყოფება.

შსს-მ გოგი წულაია გვიან ღამით დააკავა. ამ დროისთვის ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close