სამართალი და კრიმინალი

ავარია სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­თან

„და­შა­ვე­ბუ­ლი 4 ახალ­გაზ­რდა გურ­ჯა­ა­ნის ჯე­ოჰოს­პი­ტალ­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს...“

რამდენიმე საათის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­თან ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და.

.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც ხუთი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა. ხუ­თი­ვე პირი გა­დაყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კა­ში, თუმ­ცა პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ მი­უ­ღი­ათ.

თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ე.წ. ბოლო ზა­რის კო­ლო­ნას მიჰ­ყვე­ბო­და, თუმ­ცა მას­ში მყო­ფი პი­რე­ბი მე-12 კლა­სე­ლე­ბი არ ყო­ფი­ლან.

ტე­ლე­კომ­პა­ნია “გურ­ჯა­ა­ნი” ექ­სკლუ­ზი­უ­რად ავ­რცე­ლებს ავა­რი­ის ფო­ტო­ებს და წერს:

„და­შა­ვე­ბუ­ლი 4 ახალ­გაზ­რდა გურ­ჯა­ა­ნის ჯე­ოჰოს­პი­ტალ­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი შა­თი­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ მათ­განს სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტრავ­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. ერთს კი გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა. მე­ხუ­თე და­შა­ვე­ბუ­ლი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში მოხ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ლი არ­ც ერ­თი არ არის. ერთი მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლეა, და­ნარ­ჩე­ნებ­მა კი სკო­ლა გა­სულ წლებ­ში და­ამ­თავ­რეს”.

შსს-ს განცხადებით, მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა „ბოლო ზარ­თან” კავ­შირ­ში არ არის, უბ­რა­ლოდ, ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც „ბოლო ზარს” აღ­ნიშ­ნავ­დნენ, იქვე იყ­ვნენ და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო მი­ვიდ­ნენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close