საზოგადოება
,,ხელშეკრულებები და შრომის წიგნაკები რომ ჰქონდეთ, თვითდასაქმებულები იქნებიან?!”
ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:
_ თვითდასაქმებული _ საქმიანობა მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირი. ( ასე წერია კანონში)
და ამათზე პრემიერი ამბობს, რამე საბუთი წარმოადგინონ, რომ თვითდასაქმებულები არიან, რომ ის საცოდავი 300 ლარი მივცეთო….
საკუთარ, თუ სხვის მიწაზე მომუშავე გლეხმა, ხელოსანმა, სოფელში რომ ტაქსაობს იმან, ძიძამ, მომვლელმა, მტვირთავმა, სახლებს რომ ალაგებს და ფულს ამით შოულობს იმ ქალბატონმა, რა საბუთები თუ წერილები უნდა წარადგინონ? ხელშეკრულებები და შრომის წიგნაკი რომ ჰქონდეთ გახსნილი, თვითდასაქმებულები იქნებიან?!
ვა, რა თავის ტკივილი ხართ!