გიორგი სიგუა: ფესტივალს შს სამინისტროს წარმომადგენლები მაღალ დონეზე აკონტროლებენ

ახლა არის პიკი ფესტივალის და პრაქტიკულად, ყველაზე მეტი ადამიანი ამ დროს ჩამოდის. ამ შაბათ-კვირას ანაკლიაში 20 00 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა , შესაბამისად, რისკი და ალბათობა იმისა, რომ ვიღაც ცუდად გახდება, მაღალია. ელემენტარულად სიცხისგან ხდებიან ცუდად, – განაცხადა მუსიკალური ფესტივალ GEM FEST-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ.
მისი თქმით, ფესტივალის პირველივე დღიდან შსს-ს წარმომადგენლები აქტიურად აკონტროლებენ სიტუაციას.
„პირველივე დღიდანვე შსს-ს წარმომადგენლები მაღალ დონეზე აკონტროლებენ და ფლობენ სიტუაციას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. წინ არის ფესტივალის ხალხმრავალი დღეები. კარგად მუშაობენ შსს წევრები, კარგად მუშაობენ ამბულატორიები სამი უმაღლესი სტანდარტების აღჭურვილი მედ პუბქტი გვაქვს“,- აღნიშნა სიგუამ.
მან მიუსამძიმრა გუშინ ზუგდიდის რეფერალურ ჰოპიტალში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახს.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ძალიან შემზარა ამ ფაქტმა, მთელი „ჯემფესტის“ გუნდი არის თავზარდაცემული . არ არის ჯერ დადგენილი, რასთან გვქონდა საქმე. ზუგდიდის საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე ადამიანი იქნა გადაყვანილი, მაგრამ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს“,- განაცხადა სიგუამ.
ზუგდიდის რეფარალური ჰოსპიტალის ექიმების ინფორმაციით, GEM Fest-იდან საავადმყოფოში სულ 8 ახალგაზრდა გადაიყვანეს, ერთი მათგანი 4 აგვისტოს გარდაიცვალა.