სამართალი და კრიმინალი
გიორგი სალაყაია: საერთაშორისო საზოგადოება შეიტყობს, თუ რა პირობებშია დღეს ქართული ბიზნესი
კომპანია “ბადაგონის” გენერალური დირექტორის, განცხადებით, პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები „ბადაგონის“ მხარდასაჭერად ჩამოსვლას გეგმავენ.
გიორგი სალაყაიამ კომპანია “ბადაგონში” საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ბიზნესზე ზეწოლას დაუკავშირა და კონკრეტული სახელებიც დაასახელა, მათ შორის დავით ბეჟუაშვილის გვარიც ფიგურირებდა.
„ბადაგონი“ უპირობო ლიდერია და სწორედ ამიტომ გუშინ შემოვარდნენ. ამ ყველაფრის უკან იკვეთება გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის, ყოფილი პარლამენტარის, დავით ბეჟუაშვილის, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვლადიმერ ჯანჯღავა substance abuse. ჩვენ ასე მარტივად არ დავნებდებით. უახლოეს სამ დღეში მოხდება ჩვენი პარტნიორი კომპანიების მობილიზება, რომლებიც ჩამოვლენ მხარდასაჭერად და საერთაშორისო საზოგადოება შეიტყობს, თუ რა პირობებშია დღეს ქართული ბიზნესი”, – განაცხადა სალაყაიამ.
მისივე თქმით, უკვე დაწყებულია შესწავლა, თუ რა ზიანი მიადგა აღნიშნული პროცესის გამო კომპანიას.
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები „ბადაგონში“, ორი დღის წინ, საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. კომპანიაში საგამოძიებო უწყების წარმომდგენლების შესვლას ხმაური და დაპირისპირებაც მოჰყვა.