საზოგადოება

გიორგი ონიანის ადვოკატი ღია წერილს ავრცელებს

,,SOS SOS! ეს გახლავთ გიორგი ონიანის ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის ღია წერილი, რომელსაც ყველა უნდა იცნობდეს!
– პოკურატურის ახლი მეთოდი უკანონო პატომრობის მოსაპოვებლად!
2017 წლის 02 აგვისტოს რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ 11:31 საათზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში აღძრა შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი ონიანის მიმათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 3000 ლარის შეფარდების მოთხოვნით. სასამართლო პროცესი ჩაინიშნა იმავე დღეს 14:00 საათზე. იმისათვის, რომ პროკურატურას გიორგი ონიანისთვის შეეფარდებინა პატიმრობა პრკურატურამ ახალი გაყალბების ხერხი გამოიყენა:
1. შეადგინა და საქმეში ჩადო ოქმი, მასზედ, რომ გიორგი ონიანს უკავშირდებოდნენ მობილურ ტელეფონის ნომერზე, რომელსაც არ იღებდა. სინამდვილეში ბრალდების მხარეს სხვა ტელეფონის ნომერი ჰქონდა ოქმში დაფიქსირებული და არა ის, რომელზეც მანამდე უკავშირდებოდნენ.
2. სასამართლო უწყების ჩასაბარებლად პროკუაურის ორგანოებმა კურიერი გააგზავნეს სხვა მისამართზე და არ იქ სადაც გიორგი ონიანი ცხოვრობდა, რაც ასევე დაფიქსირდა სათანადოდ შედგენილ ოქმში.
სინამდვილეში გიორგი ონიანი იყოფებოდა სახლში, დედასა და ორ შვილან ერთად.
2017 წლის 02 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება აღკვეთი ღონისძიების სახით გიორგი ონიანის მიმართ დაპატიმრების გამოყნების თაობაზე.
2017 წლის 04 აგვისტოს 23:30 საათზე გიორგი ონიანი დაკავებული იქნა საკუთარი კორპუსის წინ მაღაზიასთან. 2016 წლის 06 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამარლომ გიორგი ონიანი დატოვა პატიმრობაში.
ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულელები იმის თაობზედ, რომ გიორგი ონიანი რეალურად სხვა ტელეფონის ნომერს ფლობდა და არა იმ ნომერს რომელზეც 02 აგვისოს ბრალდების მხარე უკავშირდებოდა; მტკიცებულება იმისა, რომ გიორგი ონიანი 02 აგისტოს დილიდან საღამომდე სახლში იმყოფებოდა. ტელეფონის ანძების ამონაწერით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რომელმაც 2017 წლის 09 აგვისტოს განჩინება დაუშვებლად ცნო და მიუთითა, რომ, არაფერია თუ გიორგი ონიანს საგამოძიებო ორგანოები სხვა ტელეფონზე უკავშირდებოდნენ; არაფერია, რომ გიორგი ონიანთან სახლში პოლიციის თანამშრომლები სხვა მისამართზე მიდიოდნენ, გიორგი ონიანმა დაარღვია შემაკავებელი ორდენიო. აღსანიშნავია რომ გიორგი ონიანი წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და ის საკითხი დაარღვია თუ არა გიორგი ონიანმა შემაკავაბელ ორდერი სასამართლოს არსბითი განხილვის საგანია. თბილისის სააპელაციო სასამარლოს უნდა ემსჯელა უშუალოდ აღკეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებისას რამდენად იყო დაცული საპროცესო კანონმდელობა, მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფაქტიურად საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა, რომ გიორგი ონიანმა დაარღვია შემაკავებელი ორდენი უბრალოდ სასჯლის სახე არ განუსაზვრავს, ეს კი საგანგაშოა, ვინაიდან შესაძლებელია ამ ფატმა მასიური ხასიათი მიიღოს საქართველოს მაშტაბით” _ აცხადებს ლადო სადღობელაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close