სამართალი და კრიმინალი

გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა მოუსაჯეს და დეკანოზობა ჩამოართვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თავად გიორგი მამალაძე სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.

საქართველოს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა. როგორც პროკურატურისთვის გახდა ცნობილი, მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას აპირებდა. მოგვიანებით, პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ეხებოდა.

„აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება” – აღნიშნავდა პროკურატურა განცხადებაში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მამალაძის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

19 მაისს მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა „ციანიდის საქმის“ სასამართლო პროცესი სრულად დახურა. მიუხედავად ბრალდებულის მოთხოვნისა, რომ განხილვა ღიად წარმართულიყო, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მამალაძემ მოგვიანებით შიმშილობა გამოაცხადა. იგი პატრიარქსა და სინოდის წევრებთან შეხვედრას მოითხოვდა.

სინოდის გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძეს დეკანოზის წოდება დროებით ჩამოართვეს.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close