საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო არის ახალი წარმატებების მოლოდინში

ყველას გვახსოვს თამაში, ანგარიშით 129:120, რომლის შემდეგაც, ქართული დროშა აფრიალდა Golden State Warriors-ის თავზე; დიდი მადლობა ამისთვის, – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NBA-ის ჩემპიონობა საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და Golden State Warriors-ის კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას, რომელმაც NBA-ის საჩემპიონო თასი საქართველოში ჩამოიტანა.
პრემიერმა ზაზა ფაჩულიას ყველა ქართველის სახელით უდიდესი მადლობა გადაუხადა იმ ძალიან დიდი სიხარულისთვის, რომელიც მან ყველას მიანიჭა.
“მინდა, კიდევ უფრო დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდებულებისთვის, რომელსაც ყველანი ვგრძნობთ შენი თითოეული წარმატების შემდეგ, როდესაც შენს ყველა წარმატებას უძღვნი პირველ რიგში შენს სამშობლოს – საქართველოს. შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ დარბაზში არიან და რომლებისთვისაც პირადი მაგალითი, რომ ყველაზე კონკურენტული ლიგის ჩემპიონობა ქართველისთვის შესაძლებელია, რეალობა გახდა. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა უდიდესი შრომა, მიზანმიმართულობა და მიზანსწრაფულობა და ამას წინ უძღოდა ჩვენს მიერ გატეხილი არაერთი ღამე შენი წარმატების მოლოდინში. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადო”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ზაზა ფაჩულიას.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს და ნაკრების წევრებს წარმატებები უსურვა “ევრობასკეტზე”.


“საქართველო არის ახალი წარმატებების მოლოდინში, წარმატებებისა ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში და რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების წარმატების მოლოდინში “ევრობასკეტზე”, სადაც ზაზა არის ისევ კაპიტანი და სადაც, ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მივაღწევთ. მინდა, ჩვენს ბიჭებს, ჩვენს ნაკრებს დიდი წარმატება ვუსურვო ზაზასთან ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ უდიდესი სიხარულისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სპორტის სასახლეში, სადაც ზაზა ფაჩულიამ ქართველ გულშემატკივარს დღეს NBA-ის საჩემპიონო თასი წარუდგინა.

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც NBA-ის საჩემპიონო თასს მასპინძლობს – Golden State Warriors-ის ბაზა თასმა წელს პირველად დატოვა.

ღონისძიებას ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრები, მეგობრები, მხარდამჭერები, მწვრთნელები და ვეტერანი კალათბურთელები დაესწრნენ. გაიმართა საკალათბურთო შოუ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close