საზოგადოება

გიორგი თევზაძე: ნებისმიერი ქვეყანაში სეპარატისტების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა ფარსია

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა 2017 წლის 1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის გამოცხადებას და გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში სეპარატისტების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა ფარსია და მას არავითარი კავშირი არ აქვს საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობასთან ისევე, როგორც საქართველოში ( აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ).

,,მივესალმები საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურ პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ევროკავშირის პოზიცია, რომელმაც ე.წ. რეფერენდუმი არაკანონიერად მიიჩნია, ხოლო 2 ოქტომბერს ევროკომისიამ გაავრცელა განაცხადება მასზედ, რომ ესპანეთში მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას აქვს. შესაბამისად, კატალონია, როგორც ავტონომიური ერთეული, ცალმხრივად რეფერენდუმს, კანონის ფარგლებში ვერ ჩაატარებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი ცალსახა და ერთსულოვანი დამოკიდებულება და პოზიცია ყველა იმ ავტორიტეტული, საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებათ შეაფასეს ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება, რაც, თავისთავად, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზეც, რომ ანალოგიური სეპარატისტული მოძრაობა და მათ მიერ ნებისმიერი რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადება უკანონოა და არავითარი კავშირი არ აქვს საერთაშორისო-სამართლებრივ ურთიერთობასთან როგორც ესპანეთის ტერიტორიაზე კატალონიის სახით, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთან („სამხრეთ-ოსეთის“)მიმართებაში” – აღნიშნულია გიორგი თევზაძის გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close