საზოგადოება

გიორგი თევზაძე: ეს ფაქტი უნდა შეფასდეს საქართველოს მიმართ არამეგობრულ ქმედებად

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოში აკრედიტებულ გერმანიის ელჩს მიმართავს. ის მოითხოვს შესაბამის, გადაუდებელ რეაგირებას საინფორმაციო სააგენტო GEOMEDIA TV- ის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ბერლინში ოკუპირებული აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენლობა გაიხსნა!
apsnypress.info-ს ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, გენადი გაგულიას ხელმძღვანელობით, 12-14 სექტემბერს ბერლინში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი პალატის წარმომადგენლობის გახსნა იყო.
წარმომადგენლობა საქმიანი ბერლინის ერთ-ერთ ფეშენებალურ რაიონში გაიხსნა და მას გერმანიის მოქალაქე ვოლფგანგ მატცკე უხელმძღვანელებს.
დეტალები იხ.
http://apsnypress.info/news/v-germanii-otkryto-ofitsialnoe-predstavitelstvo-tpp-respubliki-abkhaziya/
,,ეს ფაქტი უნდა შეფასდეს საქართველოს მიმართ არამეგობრულ ქმედებად, რაც ასევე იგნორირებულია საერთაშორისიო სამართლით აღიარებული ნორმებით.

მივმართავ საქართველოს სადარეო საქმეთა სამინისტროს. ასევე, საქართველოში აკრედიტებულ გერმანიის ელჩს, გაატარონ შესაბამისი რეაგირება ამ უნებლიე შეცდომის თუ შეგნებული ქმედების აღსაკვეთად, რათა მომავალში არ ქონდეს ანალოგიურ ფაქტებს საქართველოს მიმართ. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს ევალება, ვინც პატივს სცემს საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლის ნორმებს და ღირებულებებს, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას” – აღნიშნულია გიორგი თევზაძის მიმართვაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close