საზოგადოება

გიორგი თევზაძე: გამოძიება აუცილებლად დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს

,,ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა ადვოკატთა ასოციაცია ყველა გამოწვევას გაუძლებს და ურთიერთთანადგომით დაძლევს. უბრალოდ, გაკვირვებას იწვევს ასოციაციის ზოგიერთი წევრის სოციალურ ქსელში გამოხმაურება, რომლებმაც თავიანთი ინტერპრეტაციით და ფანტაზიით ვერ დამალეს თავიანთი განწობა და თვითლუსტრაცია მოახდინეს, რითაც შეეცადნენ, საზოგადოებაში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი საეჭვო კითხვები გაეჩინათ. გამოძიება აუცილებლად დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, რაც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება, ამიტომ, ჯერჯერობით წინასწარ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი დასკვნების გამოტანა იურისტებისათვის შეუფერებელია. როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონ დავით ასათიანმა გაავრცელა ინფორმაცია ხანძრის შესახებ: 1. ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. 2. გამომწვევ მიზეზებს სწავლობს გამოძიება, ჩართულნი არიან კრიმინალისტები და სახანძრო ექსპერტები. 3. ყველა ძირითადი დოკუმენტაცია გადარჩენილია, განადგურდა სასამართლო საქმეების არქივი და ზოგიერთი მიმდინარე კორესპონდენცია. 4. სრულადაა გადარჩენილი ეთიკის კომისიის დოკუმენტები, პირადი საქმეები და ფინ. დოკუმენტაცია. 5. ადვოკატთა ასოციაციის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და 8 იანვრიდან შეუფერხებლად გავაგრძელებთ ყველა სერვისის მიწოდებას.

პ.ს. 21-ე საუკუნეში ვართ და ფინანსური ყველა ინფორმაცია ელექტრონულ მატარებლებზე გვაქვს განთავსებულ, დაცულია ბანკებში და საგადაახადო ორგანოებში. რაზეც სრულად ვეთანხმები ბატონ დავით ასათიანს” – აღნიშნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გიორგი თევზაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close