საზოგადოება

გიორგი თევზაძე: ახალგორის რაიონის ქართულ სკოლებში, ქართული ენის ნაცვლად, რუსულს ასწავლიან

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის – „თქვენი უფლებებისათვის” სპიკერი, გიორგი თევზაძე გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოში სეპარატისტული „ხელისუფლების“ წარმომადგენელთა გავრცელებულ განცხადებას, ახალგორის რაიონში ქართულ სკოლებში, ქართული ენის სწავლების ამოღებისა და მის მაგიერ რუსული ენით სწავლების ჩანაცვლების შესახებ, ბატონი გიორგი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ინსტიტუტებს, და მოუწოდებს დაუყონებლივ რეაგირებისაკენ.

,,სეპარატისტული ხელისუფლება ეთნიკურ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლების საშუალებას არ აძლევს, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო ინსტიტუტებმა დაუყონებლივ, შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოში, სეპარატისტული ხელისუფლების „განცხადებით”,  ქართულ სკოლებში ახალი სასწავლო წელი რუსული განათლების პროგრამით დაიწყება. ქართულ ენას კი მოსწავლეები რიგით საგნად შეისწავლიან. საუბარია ახალგორის რაიონში განლაგებულ ქართულ სკოლებზე, რომლებიც 2008 წლის ომამდე თბილისის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.

სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, ცვლილება შეეხება მხოლოდ ქართული სკოლების დაწყებით კლასებს. მათივე გეგმით, ეს მოსწავლეები სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას და უმაღლესი განათლების მიღებას სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში შეძლებენ, რაც საერთაშორისო კონვენციის უხეში დარღვევაა. აგრეთვე, სამაჩაბლოში რუსეთისა და მისი ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის მიერ ეთნიკურ ქართველების მიმართ ჩვეული პოლიტიკის გაგრძელებაა” _ აცხადებს  გიორგი თევზაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close