გია ჯაჯანიძის ოჯახის ერთი ამბავი
„7 წლის რომ გავხდი, მამამ ტყეში წამიყვანა, ორმო ამოთხარა...“ - რას ყვება ტელეწამყვანი

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე თავისი ოჯახის ისტორიიდან ერთ სენტიმენტალურ ამბავს იხსებს ბაბუასა და ყოველ წელს ხის დარგვაზე. ტელეწამყვანი ყვება:
.
-ბაბუაჩემი ცალხელა იყო: მატარებელში ჩავარდა და ცალი (მარჯვენა) ხელი მატარებელმა მოაჭრა. როცა დავიბადე, იმ პერიოდში, ბიჭების გაჩენისას თოფს ისროდნენ. ბაბუას თოფი არ ჰქონდა. თან, მარცხენა ხელით ვერც გაისროდა. შემდეგ მითხრა, შენი დაბადების დღეს ხე დავრგე და ასე ვთქვი, სანამ ცოცხალი ვიქნები, შენს ყოველ დაბადების დღეზე ხის ნერგს დავრგავო.
6 წლის ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა. იმ წელს ხის დარგვა მოასწრო. მერე, 7 წლის რომ გავხდი, მამამ ტყეში (ჭიათურაში) წამიყვანა, ორმო ამოთხარა და ნერგი ჩამარგვევინა – აი, ხომ გახსოვს, ბაბუა რას გეუბნებოდა? ამიერიდან ხე ჩვენ უნდა დავრგოთ, ტრადიცია არ დავარღვიოთო…
მახსოვს, 12 წლის ვიყავი, როცა ხე დამოუკიდებლად პირველად დავრგე. მას მერე, წელი არ ჩამიგდია – ჩემს დაბადების დღეზე ხეს სულ ვრგავ. ერევანში, ჯარში ყოფნის დროსაც კი დავრგე: ბაზარში წავედი, ბროწეულის ნერგი ვიყიდე და ნაწილში, სადაც ვმსახურობდი, ღობის შორიახლოს დავრგე.
გზა