გია მაისაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა
,,ქართველებო და საქართველოს მოქალაქეებო. დღეს ჩვენი ერის და ქვეყნის თანამედროვე საზოგადო მოღვაწე გია მაისაშვილი განსაცდელშია. ებრძვის მძიმე ავადმყოფობას.
გთხოვთ, გულით ვილოცოთ მისთვის.
ლოცვა მთებს ძრავს. ლოცვა კურნავს არა მხოლოდ ვისთვისაც ვლოცულობთ, არამედ ჩვენც.
მიიტანეთ გულთან ახლოს ეს გულიდან ამოსული ვედრება თქვენს ოჯახს 10 მაგად და ასმაგად დაუბრუნდება.
მამაო ჩვენო. იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო და სულიწმინდავ გვაჩუქე ამ ადამიანის სიცოცხლე. მიეც ჯამრთელობა და ძალა რომ დაუბრუნდეს საქართველოს და იღვაწოს თავისი ქვეყნისთვის. მისცეს განათლება ახალ თაობას.
ამინ!!!” _ წერს სოციალურ ქსელში Giorgi Oghiashvili.
გია მაისაშვილის ფეისბუქგვერდზეც არის გამოქვეყნებული შესაბამისი სტატუსი და ფოტო.
,, მოგესალმებით ყველას.
გვინდა გაცნობოთ რომ ბოლო დროს გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ის ამჟამად იმყოფება სავადმყოფოში და მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის. ის შემორტყმულია მისი ოჯახის წევრებით და თითეულ მის გულშემატკივარს გადმოქცემთ უღრმეს მადლობას. თქვენი თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამამხვნევებელი, და რაც მთავარია უზომო ენერგიის მიმცემი”.